ყოფილი პარლამენტარი ირმა ნადირაშვილი ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურისთვის მხარდაჭერას ეხმაურება.

"პირადად მე სამნიძეს, აქუბარდიას, კორძაიას და ყაველაშვილის შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. უფრო მეტიც - ასეთ ვითარებაში იოსელიანს ხმას რომ მისცემ, ალბათ, ყაველაშვილზე დიდი ნაძირალაც ხარ.

უფრო მეტიც - ამ ტროიკასაც ზუსტად ისე ეკისრება პასუხისმგებლობა რუსული კანონის გასვლის შემთხვევაში, როგორც ქართულ ოცნებას.

მართლა ნამუსი დაკარგეთ?!”, - წერს ნადირაშვილი.