მიხეილ სააკაშვილის მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

"ამორალურობად მიმაჩნია განსხვავებულობის გამო ადამიანის დისკრიმინაცია, დაცინვა და მით უფრო დაჩაგვრა. (ჩვენში ბულინგი რომ ჰქვია)

ყურადღებით ვაკვირდები, ივანიშვილის მთავრობის მიერ წამოწყებულ ბულინგის კამპანიას ლაზარეს მიმართ, სადაც ხაზგასმა ხდება მის განსხვავებულ გარეგნობაზე!......

ივანიშვილო, არ გრცხვენია?! შენს ოჯახში გარეგნობის გამო დაბულინგებულ შვილებს რომ შეხედავ, (რაც კატეგორიულად მიუღებელია) მაშინ მაინც არ უნდა შეჩერდე?!

მაგრამ შენ ხომ მორალი არ გაგაჩნია!....", - წერს ხუროშვილი.