გააკეთეთ თქვენი წილი ჩამოსახრჩობი თოკისგან სხვისთვის საქანელა, ასე ყველა მოვიგებთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელია წერს.

"ერთმა გოგონამ მითხრა, თავის ჩამოხრჩობა მინდოდა, თოკიც ვიყიდე და ვერ გავბედე, მერე ამ თოკისგან მეზობელ ბავშვებს საქანელა გავუკეთეო. სწორედ ეს ვერ გაბედვაა მთავარი იარაღი. სიცოცხლის წინააღმდეგ ვერ გაბედვა გვაბრუნებს უკან. თავის მოკვლა ძალა და გმირობა არ არის, როგორც ჰგონიათ ხოლმე, პირიქით - ტანჯვას რომ გაურბი, იოლია, დანებების თეთრი დროშაა და მე გამოვცადე ამ დროშის უსასოო ფრიალი. ასე რომ, მთავარია ვერ გაბედოთ და სიცოცხლეს დაუთმოთ. მერე ის თვითონ დაბრუნდება უკან და ბრძოლას გაიძულეთ.

ყალბი "ქოუჩური" სიტყვები არ გეგონოთ, ამ "ქოუჩების" საშინლად მეშინია - უბრალოდ მრავალგზის დადასტურებული ამბავია. მაშ, გააკეთეთ თქვენი წილი ჩამოსახრჩობი თოკისგან სხვისთვის საქანელა. ასე ყველა მოვიგებთ", - წერს კეკელიძე.