"სოფ. ორბეთის ეკლესიაში ჩამოკიდებულია რუსეთის დროშა და გერბი, ზედ მცირე ზომის ქართული დროშისთვის ადგილი გაიმეტა მღვდელმა", - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს:

"რა ჰქნას კაცო თუ საქართველო პატარათი უყვარს, რუსეთი კი დიიიიდად?!

თეთრიწყაროსა და მანგლისის ეპარქიის სოფ. ორბეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ჩამოკიდებული რუსეთის დროშა და გერბი, ზედ მცირე ზომის ქართული დროშისთვის ადგილი გაიმეტა მღვდელმა, ბუნებრივია საქართველო რუსეთის ნაწილია და ამიტომ:))

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტ-პროფესორი ანანია ჯაფარიძეს არც შეუხედავს ამ ეკლესიაში ალბათ?! თუ ისიც რუსეთუმე გახდა???, - წერს დეკანოზი.

მეუფე ანანია კი "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ ფაქტზე არაფერი იცის და ეს "შეუძლებელია". კითხვაზე, ექნება თუ არა მას ამაზე რეაგირება კი პასუხობს, რომ "მსგავსი რამეებისთვის ყურადღების მიქცევის მითითება მთავარუხუცესს აქვს".