ორივე ქვეყნის სანქცია თითქმის ერთნაირად დამანგრეველი იქნება ივანიშვილისთვის, თუ ერთნაირი სახის სანქცია დაუწესდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს.

"ბრიტანეთმა თუ ივანიშვილი დაასანქცირა, მთელი მისი ბიზნესი ჩამოიშლებაო. არასწორი ინტერპრეტაცია ვრცელდება სანქციების ბუნებაზე. გამოდის, რომ ბრიტანული სანქციები უფრო “მწარე” ყოფილა, ვიდრე ამერიკული. არაა მასე. ორივე ქვეყნის სანქცია თითქმის ერთნაირად დამანგრეველი იქნება ივანიშვილისთვის, თუ ერთნაირი სახის სანქცია დაუწესდება, ანუ თუ იგი შეეხება პირადად მას, მის ბიზნესს და ოჯახის წევრებს.

ამერიკული სანქცია შეეხო მხოლოდ პირადად მას, როგორც ფიზიკურ პირს. ამიტომაა, რომ იგი არ არის განსაკუთრებით მძიმე.

ყველაფერი წინა აქვს", - წერს გოცირიძე.