ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო! ახლა კეკლუცის დრო არ არის, - ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.  

მისივე თქმით, საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს.

"მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს! ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო! ახლა კეკლუცის დრო არ არის. ან ვიბრძოლებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის ან ამ თაობის ქართველებისთვის თავისუფლების კარი ჩაირაზება. ამასობაში ამ ბრძოლას სტრუქტურა და ორგანიზება სჭირდება, არა უბრალოდ ლიდერი, ორატორი, არამედ ორგანიზებული წინააღმდეგობა. ფართო ფრონტი და დისციპლინა. ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც! ა, ბურთი, ა, მოედანი!", - წერს თინა ხიდაშელი.