TBS ბანკმა განვადებით 1600-ლარიანი ტელევიზორის გამოტანაზე უარი მითხრა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მომილოცეთ მეგობრებო, დაუვიწყარი დღე მაქვს, TBS ბანკმა განვადებით იმ ტელევიზორის სანაცვლო 1600-ლარიანი ტელევიზორის გამოტანაზე, რომელიც ოფისში გადაგვეწვა, უარი მითხრა, ხელფასი გაქვს ცოტაო, თითქოს ჩემი უხელფასობა არ მეყოფოდა", - წერს ნათელაშვილი.