ვიქტორია სირაძის გარდაცვალებას კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"გარდაიცვალა ვიკა სირაძე.

ძლიერი ქალი, რომელმაც შეძლო და იმ ურთულეს წლებში მთელი თავისი ცხოვრება ქვეყნის სამსახურს მოახმარა.

ქალი, ახალგაზრდობიდან ბოლო წუთამდე დამოუკიდებლობის და გამძლეობის სიმბოლო.

რომელმაც ღირსეულად გაუძლო ბედისწერის ყველა ქარტეხილს.

ჩემთვის - ძალიან ახლობელი ადამიანი. ჩემი შვილიშვილის ბებია.

წავიდა ჩემი თაობის კიდევ ერთი - დიდი ბუნების პიროვნება.

მე მას შორიდან ტკივილით ვემშვიდობები", - წერს ღოღობერიძე.

საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი ვიქტორია სირაძე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.