ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ კონტინენტის ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა.

ტალახაძემ ატაცში 210, 217 და 222 კგ დაძლია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ბაქარ თურმანიძემ 170 და 176 კგ დააფიქსირა და მეოთხე იყო.

ლაშა ტალახაძემ აკვრაში ჯერ 246, შემდეგ კი 252 კგ დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში თურმანიძის შედეგი 210 და 216 კგ იყო, ის მეხუთე ადგილზე გავიდა.

ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 474 კგ-ით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თურმანიძემ 392 კგ-ით მეხუთე ადგილი დაიკავა.

ერევანში საქართველოს ნაკრების წევრებმა სულ 17 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, მათგან შვიდი ოქროსია.