მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ მიღწეული წარმატების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ საუდის არაბეთში დაფიქსირებული ისტორიული შედეგის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გულშემატკივარს გვერდით დგომისთვის და გამხნევებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი შედეგი დავაფიქსირე, მეშვიდედ გავხდი ჩემპიონი, თუმცა წინ მორიგი შეჯიბრებები გველოდება.

ჩემთვის მთავარი გამოწვევა არის პარიზის ოლიმპიური თამაშები, შევეცდები მეტი გავაკეთო და თითოეული თქვენგანი გავახარო“, - განაცხადა ტალახაძემ.

მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ათლეტი, ვინც ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდა.