საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფრით დაიწყო.

ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ საქართველო-ნორვეგიის მატჩი 1:1 დასრულდა.

მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მე-15 წუთზე ნორვეგიის ნაკრები ალექსანდერ სორლოთმა დააწინაურა, პირველი ტაიმი კი სტუმართა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.

61-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის პასით ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გაათანაბრა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 ივნისს, კვიპროსის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.