საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ყირგიზეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარით 3:2 დაამარცხა.

მატჩს "თბილისი არენამ" უმასპინძლა.

პირველი ტაიმი თანაბრად მიმდინარეობდა, გუნდები ერთმანეთს აქტიურად ეთამაშებოდნენ და შეტევებს ცვლიდნენ.

შეხვედრის მე-10 წუთზე ანგარიში გაიხსნა. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ჯანო კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და გუნდი დააწინაურა.

მე-14 წუთზე სტუმრების შემადგენლობიდან ისლამ ტურატბეკოვმა გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა.

პირველი ტაიმი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყო. მე-6 წუთზე დანიარ ტალაიბეკოვმა თავი გამოიჩინა და ყირგიზეთის ნაკრები დააწინაურა.

ანგარიში მას შემდეგ გათანაბრდა, რაც მე-17 წუთზე ჯანო გიორგაიამ მოწინააღმდეგეს გაუტანა.

მატჩის ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრების მოთამაშემ გიორგი ჩიმაკაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშად 3:2 დაფიქსირდა.

გუნდებს შორის მეორე ამხანაგური შეხვედრა 20 ოქტომბერს გაიმართება.