ერთა ლიგის პლეი-ოფის მეორე მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთი 6:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-4 წუთზე სომხების ავტოგოლით გაიხსნა.

მეორე გოლი სომხებს გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა და მე-14 წუთისთვის ნაკრები უკვე 2:0-ს იგებდა, 23-ე წუთზე მესამე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, 26-ე წუთზე კი ოთარ კიტეიშვილმა, მალე გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და ანგარიში 5:0 გახდა.

სომხებმა მეორე ტაიმში გოლის გატანა მოახერხეს. 62-ე წუთზე ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიას გოლით 6:1 გახდა.

პირველი მატჩი, სომხეთში საქართველომ 3:0 მოიგო. ორმატჩიანი პლეი-ოფის გამარჯვებული მომავალ სეზონში ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს.