საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება! არა ძალადობას! არა რუსეთს! საქართველო ევროპაში", - წერს ოქრიაშვილი.
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება! არა ძალადობას! არა რუსეთს! საქართველო ევროპაში", - წერს ოქრიაშვილი.
1715937520
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ასევე, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული კი 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.დაცვის მხარე უარყოფს, რომ ოკმელაშვილის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმაა კადრებში ასახული."შაბლონური შუამდგომლობაა, კონკრეტული ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა. მოვისმინეთ თეორიული მტკიცებულებები, შაბლონური ტექსტი. არ მივიჩნევთ, რომ ეს პოლიციელზე თავდასხმაა, კადრებიც არსებობს, რომ მხოლოდ თავდაცვა ხდებოდა", - განაცხადა ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ.ვირტუალური ფროდაქშენ სტუდია limoni.video-ს დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს.
1715935168
მისი თქმით, თუ 26 მაისს საელჩოებში ღონისძიებები გაუქმდება, ეს იქნება შიშის გამოვლინება."ეს გამოწვეულია შიშისგან, იმიტომ, რომ მათ ნახეს, ერთ-ერთი ეპიზოდი იყო ღვინის დღესასწაული ვაშინგტონში, სადაც გააპროტესტეს ჩვენი საელჩოს ღონისძიება. იქ ჩვენი ელჩიც იყო, მტირალა ბიჭი, რომ გვყავს - ზალკალიანი და გაიქცა დარბაზიდან. როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ ასეთი ინციდენტები არ მოხდეს, მაგრამ პოლიტიკურად, ეს არის ძალიან მძიმე რამე. დიპლომატიური კრახია საერთოდ სახეზე, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, იმის შესახებ, რომ დაიწყო სხვა კოლეგების, აქ ჩამოსული კოლეგების კრიტიკა და რასაკვირველია, ამის შემდეგ არის დიპლომატიური ურთიერთობების სრული გაწყვეტა", - განაცხადა კოტე გაბაშვილმა. მედიის ინფორმაციით, 26 მაისის ღონისძიება საზღვარგარეთ დიპლომატიურ უწყებებში შესაძლოა, გაუქმდეს.
1715934229
მისი თქმით, ბოიკოტი გრძელდება, თუმცა, როდესაც ვეტოს საკითხს განიხილავენ, ის პარლამენტში ამ განხილვას აუცილებლად დაესწრება."ოპოზიცია არ არის ამ აქციების ორგანიზატორი, ამიტომ, როგორც გაგრძელდება, რა ფორმითაც გაგრძელდება, ჩვენ იმ ფორმაში დავუჭერთ მხარს.რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენ ვთვლით, რომ არაფერი ამ პარლამენტში იმაზე მნიშვნელოვანი არ განიხილება, ვიდრე არის ეს რუსული კანონი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოზე შემოვალთ, რამდენჯერაც საჭიროდ ჩავთვლით, შემოვალთ, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ ვთვლით, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ ხდება ამ პარლამენტში", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
1715933423
"ქალბატონო ეკა!ძალიან ბევრი ვიფიქრე, პასუხი რამდენჯერმე დავწერე და გადავწერე. ბოლოს ერთი ამოვარჩიე. თუმცა საუკეთესოდ არც ეს მიმაჩნია.სიმართლე გითხრათ, თქვენგან პასუხს არ ველოდი და ამისთვის დიდი მადლობა.ახლა ისეთი პასუხი მინდა მოგწეროთ, რომ არც უმადური გამოვიდე და არც თქვენ თქვათ, თუ სამი დღის წინ ასე მშობლიური ტონით მომმართავდა, ახლა ეს რა ხდებაო? მაგრამ ვითვალისწინებ იმას, რომ სამწუხაროდ ვერ გამიხსენეთ და თან არც ის მინდა , რომ ვინმემ თქვას, ქალბატონ ეკას იმიტომ მიმართა რომ........ და რაღაც კუდები გამოაბან. მე ეს არ მჭირდება.ვფიცავ მაღლა ღმერთს და ქვეყანაზე ყველა საფიცარს, რაც გავაკეთე, ჩემი აზრით, მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ. რადგან ახლაც მჯერა, რომ ამ სამოქალაქო დაპირისპირების განმუხტვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამის გაკეთება კი თქვენ ძალგიძთ! და მე, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა და მამათქვენის მეგობარმა, მოგმართეთ თქვენ. დარწმუნებული ვარ, რაც დღეს ხდება არავის არ მოგვწონს და თითეულმა ადამიანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უარესი არ მოხდეს.ახლა კიდევ რამდენიმე შტრიხს დავამატებ ჩემი და სულკურთხეული ფედიას ურთიერთობიდან. ის ჩემი არა მარტო მეგობარი იყო, არამედ ჩემი იმდენად სჯეროდა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანის, საკუთარი დედის, თქვენი ბებიის, ოპერაციაც (მართალია დიდი ოპერაცია არ იყო, მაგრამ მაინც), მე მომანდო. გარდა ამისა, ვანში და სამტრედიაში როცა მას ვხვდებოდი, რესტორანში კი არ მივყავდი, არამედ როგორც მეგობრებს ეკადრებათ, სახლში მპატიჟებდა და ქალბატონი ლუდას გაწყობილ სუფრასთან ვსადილობდით და ვსაუბრობდით.სწორედ ამიტომ მე თქვენი ერთგული უნდა ვიყო და ვარ კიდეც. თუმცა ერთი რამ მაინც უნდა მოგახსენოთ: მე ეს კანონი წავიკითხე და მისი შედეგებიც განვსჭვრიტე. მაგრამ არ მიმაჩნია მართებულად, რომ მე, ექიმი კაცი, იურისტებთან დავჯდე და ამ კანონის ავ-კარგზე ვიდავო. ეს ხომ იგივეა, რომ მე იურისტები საოპერაციოში მოვიწვიო და ოპერაციის გაკეთებაში შევეჯიბრო. მე ამ კანონზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ იურისტებთან დისკუსიაში ვერ ჩავებმები, ეს საქმე სჯობს პროფესიონალებს მივანდოთ.მთელი ცივილური სამყარო (ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები) ამ კანონს იწუნებს და გვეუბნება, თუ ამ კანონს მიიღებთ, თქვენთვის არა თუ დასავლეთის კარი დაიკეტება, არამედ სხვა ღონისძიებებსაც მივმართავთო. დამეთანხმებით, ეს არც ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენ ხალხს არანაირად არ წაადგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა და, მეთქვა ის, რასაც განვიცდიდი, ვფიქრობდი და მაწუხებდა. ვინიდან მიმაჩნია, რომ ერთგული ისაა, ვინც რეალობას გეტყვით და თვალწინ სინამდვილეს დაგიხატავთ.უღრმესი პატივისცემით და მშობლიური სიყვარულით,როსტომ ცხვედიანი".წერილში ხვედელიძემ მხარი დაუჭირა რუსულ კანონს და ცხვედიანს მიმართა კითხვით, თუ რომელი პუნქტი არ მოსწონდა მასში და რატომ. "მე გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს, ვინაიდან ჩემი მეუღლის ინტერესი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულია!" - წერს ხვედელიძე.
1715933138
"ჩვენ გვქონდა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პარლამენტის სპიკერთან, არასამთავრობოებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი პრინციპულად არის არასწორი, მასში არაფერია განსახილველი და ის მას ვეტოს დაადებს, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ბოლო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს ამ საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ ამ საკითხს წამოვჭრით ევროკავშირის დონეზე ძალიან მკაცრად და ყველამ უნდა გაიგოს, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსთან ან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ნაჩუქარი არ არის და პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიტუაცია საქართველოში ძალიან სერიოზულია და საქართველოს ხელისუფლებას ერთიანი ხმით უნდა ვესაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებს და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ 14 დღის განმავლობაში, რაც დარჩენილი გვაქვს პრეზიდენტის ვეტომდე, საქართველოს ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას", - განაცხადა ცაჰკნამ DW-სთან ინტერვიუში.
1715927681
მამაკაცს სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მამაკაცის მდგომარეობაზე მისი მეგობარი საუბრობს, რომლის თქმითაც, მას ნიღბიანები სასტიკად გაუსწორდნენ და აცხადებს, რომ აღნიშნულის გამო, აშშ-ის საელჩოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ."დაზიანებებიდან გამომდინარე მას ბევრი დეტალი არ ახსოვს. აქციაზე ვიყავით, როცა ფორმაში ჩაცმული ოთხი ადამიანი დაესხა თავს და ცემა დაუწყეს. ტვინში ჰემატომა აქვს. ამიტომ, შაბათს უტარდება ოპერაცია. როგორც მისმა ექიმმა გვითხრა, ის კარგად არ არის და შესაძლოა, ფატალური შედეგიც დადგეს, თუ ოპერაცია არ ჩაუტარდება. სწორედ ამ დაზიანებების გამო, ვეღარ გაფრინდა შეერთებულ შტატებში", - განაცხადა აშშ-ის დაზარალებული მოქალაქის მეგობარმა "მთავართან".
1715927102
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 489 870 (+1400) ჯარისკაცი დაკარგა.ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.05.24-მდე: ტანკები - 7547 (+18), ჯავშანტექნიკა - 14 552 (+14), საარტილერიო სისტემები - 12 603 (+38), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1071 (+0).საჰაერო თავდაცვის სისტემები - 800 (+2), თვითმფრინავები - 353 (+2), ვერტმფრენები - 326 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 10 073 (+45), ფრთოსანი რაკეტები - 2200 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 17 104 (+56), სპეციალური ტექნიკა - 2069 (+7).რუსეთმა ბოლო პერიოდში ხარკოვის ოლქზე თავდასხმის მცდელობები გააძლიერა. სწორედ ამიტომ ბოლო დღეებში რუსული დანაკარგები გაიზარდა.
1715888645
მისი თქმით, ხელისუფლებაში შესაცვლელია რეჟიმი, რომელიც ქვეყანას განვითარებას აკარგვინებს."ეს კანონი იქცა ლაკმუსის ქაღალდად, რომლითაც ხდება ხოლმე ქიმიური ნივთიერებების გამოვლენა და გაცილებით უფრო დიდი საფრთხე გველოდება, თუ კი ქვეყანაში დარჩა ეს ხელისუფლება. შესაცვლელია რეჟიმი, იმიტომ, რომ ასეთი რეჟიმი საქართველოს დააკარგვინებს განვითარების შესაძლებლობას, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში. რეჟიმი უნდა შეიცვალოს.ცხადია, რომ ხელისუფლების მოქმედება არ იყო სწორი, სამართლიანი და ამან გამოიწვია პროტესტი, მაგრამ ივანიშვილისა და მისი გუნდის მოქმედებამ კარგი საქმეც გააკეთა - მან გამოავლინა ეს ახალი თაობა, გამოჩნდა, რომ ესენი არიან თავისუფლები", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1715456862
"აი, რომ მოგინდეს და გაბერო ადამიანების რაოდენობა, 20 ათასამდე ადიხარ"
1715456893
დეპუტატების სია, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს
1715688674
9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1715197183
"მოიგო ყველა მომღერალმა და ჯგუფმა, ვინც ქვეყნის პოზიცია ასახა - ვინც ქვეყნის პოზიცია ევროპელებს დაანახა და საქართველო ევროპასთან დააახლოვა"
1715510936