10:30 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

10:30 საათზე - გენერალურ პროკურატურასთან "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და იურისტი ლაშა ტყეშელაძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: თბილისის მერის, კახა კალაძის, მხრიდან სადგურის მოედანზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევასთან დაკავშირებული „დანაშაულებრივი უმოქმედობის, გულგრილობისა და დაუდევრობის საქმე“.

მისამართი: გორგასლის 24

საკონტაქტო პირი: ლაშა ფარულავა - 577 148 118

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ თეოდორე აბრამოვის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ზაფხულის სეზონი და ბავშვთა დაავადებები, ინფექციები, რისკები, გაფრთხილება მშობლებს.

მისამართი: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო ნომერი: 599 726 565