ახლა გასაგებია, რომ შეშინებული რეჟიმი მხოლოდ თავის გადარჩენაზე და არა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავს, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ავარიული ობიექტის მესაკუთრე თუ არ მოახდენს ამ ნაგებობის დემონტაჟს/რეკონსტრუქციას ან/და არ შეასრულებს შესაბამისი ორგანოს (ამ შემთხვევაში თბილისის მერიის) მოთხოვნას, ის დაჯარიმდება 5000 ლარით.

"რამდენიმე სამართლებრივი განმარტება, "ქოცების" ნამუსგარეცხილმა და ადამიანობისგან დაცლილმა პროპაგანდამ, რომ არ დაგაბნიოთ:

"კორპუსი მწვავედ ავარიულია, ვიცით, მაგრამ მობინადრეები არ იყვნენ თანახმა” - კახა კალაძე:
• "სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის” კოდექსის 137-ე მუხლით, თუ სხვისი სიცოცხლის/ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ავარიული ობიექტის მესაკუთრე არ მოახდენს ამ ნაგებობის დემონტაჟს/რეკონსტრუქციას ან/და არ შეასრულებს შესაბამისი ორგანოს (ამ შემთხვევაში თბილისის მერიის) მოთხოვნას, ის დაჯარიმდება 5000 ლარით.
• ანუ არათუ მათი თანხმობა არ სჭირდებოდა კალაძეს, რომ ეს ტრაგედია თავიდან აეცილებინა, არამედ მათი წინააღმდეგობის შემთხვევაში შეეძლო დაეჯარიმებინა კიდეც 5 000 ლარით.
• ახლა გაიხსენეთ რამდენ მშვიდობიან დემონსტრანტს გაუმწარეს სიცოცხლე საკუთარი რეჟიმის შესანარჩუნებლად ამის მსგავსი 5000 ლარიანი უკანონო ჯარიმებით (ათობით რო დაუწერეს თითოს) და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ თავის სამშობლო უყვართ და მიხვდებით, რომ აქ ,,ჰუმანურები”კი არ იყვნენ, როცა არ დააჯარიმეს მობინადრეები (თუნდაც არ იტყუებოდეს კალაძე, რომ ისინი წინააღმდეგი იყვნენ), არამედ უბრალოდ ფეხებზე ჰკიდიათ ადამიანები. 

"გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით” - გეკა გელაძე.

ეს მუხლი სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის აწესებს სასჯელს. ამ შემთხვევაში კი ეს უმძიმესი ტრაგედია, იმიტომ კი არ მოხდა, რომ ვინმე რამეს აშენებდა, არამედ პირიქით, იმიტომ რომ იქ არავინ არაფერს აშენებდა (ფეხებზე დაიკიდეს ინფორმაცია, რომ სახლი მწვავედ ავარიული იყო). ეს კი სულ მინიმუმ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლია: სამსახურებრივი გულგრილობა. კალაძე თუ სხვები, ვინ უნდა აგოს ამ უმძიმეს დანაშაულზე პასუხი?! ამას რეჟიმის შეცვლის შემდეგ გავცემთ სამართლიან პასუხს. ახლა გასაგებია, რომ შეშინებული რეჟიმი მხოლოდ თავის გადარჩენაზე და არა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავს",  - წერს ირაკლი აბესაძე.