ამ ფეხებზე მკიდია დამოკიდებულებით და ფულის ჭამით ჩამოყალიბდით სერიულ მკვლელებად!, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.

მისივე თქმით, ხელისუფლების ფულის სიყვარულის გამო სიკვდილია ყველა ფეხის ნაბიჯზე.

"პირველ რიგში, ვიზიარებ ამ უდიდეს ტრაგედიას, ტკივილს, რომელიც დედაქალაქში დაგვატყდა… "ვიცოდით, რომ ავარიული იყოო, ხალხის ბრალიაო აბა, ჩემი ხომ არ იქნებაო" - განაცხადა კალაძემ. მკვლელია ეს კაცი და თავს საპირისპიროს როგორ აჯერებს?! 

მაგალითად, შენს ლოგიკას მივყვებით - ადგილობრივები ვერ დაარწმუნე, მაგრამ იცოდი, თავადაც ამბობ, რომ საფრთხე იყო!

როგორ დააზღვიე იქ გამვლელებისთვის?! რამე სამუშაოები დაიწყე?! ნიშანი დადე, რომ საფრთხეაო?! ხალხს გაყვანას "აძალებდი" - კაცმა რომ გკითხოს და გამვლელებს, ხალხს როგორ  აზღვევდი ამ დროს?! სად გააფრთხილე?! რა გააკეთე?! 

ამ ფეხებზე მკიდია დამოკიდებულებით და ფულის ჭამით ჩამოყალიბდით სერიულ მკვლელებად! თქვენი ფულის სიყვარულის გამო სიკვდილია ყველა ფეხის ნაბიჯზე! კლავთ, თქვენი ამ მომპარაობით და უპასუხისმგებლობით!
შადრევანში ბავშვი, რიყეზე ბავშვი, გლდანში - ლიფტის შახტაში ბავშვი…

მკვლელი ხარ, აბა რა ხარ! - თანამდებობას, ფულს დახარბებული სერიული მკვლელი!", - წერს ლევან ხაბეიშვილი.

სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კლინიკაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები.