10:00 საათზე - "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა“ გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)

10:30 საათზე - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია - 551 633 644

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

 

10:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ ელენე ხოშტარიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება.

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული არჩილ მუსელიანცის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - კურიერები პროტესტის ნიშნად სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან და მსვლელობით თბილისის ქუჩებში მსვლელობას მოაწყობენ.

საკონტაქტო პირი: ბექა კობრიაშვილი - 555 403 669

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბაია პატარაიას ადმინისტრაციული სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

13:00 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

ქ. ფოთი, გურიის ქუჩა N70 (საკონფერენციო დარბაზი)

 

14:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)