10:00 საათზე - სამოქალაქო იდეა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ქართულ მედიაში ჩინეთის გაშუქების შესახებ მონიტორინგის ანგარიშის კვლევის პრეზენტაციას გამართავს - "საქართველოს სახელისუფლებო მედიის მხრიდან გადამეტებული ყურადღება და არარეალისტური მოლოდინები, რომელსაც აჩენენ საქართველო-ჩინეთის პარტნიორობასთან დაკავშირებით".

მისამართი: პოლიკარპე კაკაბაძის 49.

საკონტაქტო ნომერი: 591 00 78 77

10:30 საათზე - სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში“ "რონდელის ფონდის“ ორგანიზებით კონფერენცია სახელწოდებით: „რა მომავალი აქვს ქართულ დემოკრატიას? გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“ გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: ეკატერინე მეტრეველი, მადალინა დობრესკუ, ეკე ნომი, ამელია ჰედფილდი, კახა გოგოლაშვილი, ეკა აკობია, სერგი კაპანაძე, ნინო გელაშვილი, ნინო დოლიძე, ნინო ლომჯარია, იაგო კაჭკაჭიშვილი.

საკონტაქტო პირი: მარიამ ბუჯიაშვილი - 595 776 727

 

11:00 საათზე - “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: სკოლის მასწავლებლების ხელფასები

მისამართი: რუსთაველის 10 (პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია)

საკონტაქტო პირი: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

 

11:00 საათზე - იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გრიპის ვაქცინები იწყება; სეზონური ვირუსი; სასკოლო ინფექციები და ვირუსები.

მისამართი: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო ნომერი: 599 726 565

 

11:00 საათზე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი EasyJet-ის წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგს გამართავს საქართველოში ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით. ბრიფინგს ასევე დაესწრება "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

მისამართი: თავისუფლების მოედანი #7, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისი" .

 

11:00 საათზე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თამარ კორძაია და გია ჯაფარიძე, ბრიფინგს გამართავენ.

თემა: 14 მილიარდიანი ინვესტიცია სტუდენტებისთვის

მისამართი: ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ჭავჭავაძის #1

საკონტაქტო პირი: ნათია ქაქუჩაია - 598 733 902

 

11:00 საათზე - ქობულეთში მერიის წინ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კითხვები „ქართული ოცნების“ ქობულეთის დელეგატს

საკონტაქტო პირი: ბონდო თედორაძე - 599856322

 

12:00 საათზე - დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის და პოლიტიკური პარტია "ჩვენ“- ის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

მისამართი: აფაქიძის #11, სასტუმრო ,,Best Western Tbilisi Art Hotel”

საკონტაქტო პირი: ნატა ჭელიშვილი - 598 505 542

 

12:00 საათზე - რესტორანი „ურმულის" პირვანდელი მფლობელის ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე ოფიციალურ განცხადებას წარადგენს და ქონების მიტაცების და გარდაცვლილი ბიზნესმენის საქმეზე, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს.

მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას N7

საკონტაქტო ნომერი: 599 291202

 

13:00 საათზე - ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები“ გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის სადისკუსიო ფორმატს ქმნის და იურიდიული საზოგადოების მონაწილეობით, სასტუმრო: „Shota Rustaveli Boutique Hotel“ -ში, პირველ შეხვედრას გამართავს.

მისამართი: თბილისი, შევჩენკოს ქუჩა N1

საკონტაქტო ნომერი: 599 291 202

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელსაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაესწრებიან.

მისამართი: თბილისის საქალაქო სასამართლო, აღმაშენებლის ხეივანი #64

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

 

16:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებულ იური კალანდარიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.