10:30 საათზე - სასტუმრო "მერკურში“ ქართულ-ბერძნული ბიზნესფორუმი - „ბიზნესი და ინვესტირება საქართველოში“ გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო (EUGBC) და ბერძნულ-ქართული სავაჭრო პალატა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ორივე ქვეყნის ბიზნეს, საინვესტიციო და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები.

მისამართი: მელიქიშვილის გამზირი #10.

საკონტაქტო ნომერი: 599 51 64 75

11:00 საათზე - "ძლიერი საქართველო - ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ევროპის რამდენიმე ქვეყნის ელჩს შეხვდება.

მისამართი: თბილისი, ბრიტანეთის ელჩის რეზიდენცია (კრწანისი)

 

14:30 საათზე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)