11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების - მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 საათზე - სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.