10:30 საათზე - პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)

10:45 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

 

11:00 საათზე - საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „საია მიიჩნევს, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევა ექსპერიმენტული იარაღია, რომელიც კანონმდებლობით არ რეგულირდება. ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით აგრძელებს სამართალწარმოებას და შესაბამისი განცხადებებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს"

მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის №15

 

11:00 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N518

(C კორპუსი, V სართული)

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა გაიმართება.

 

11:00 საათზე - საქართველოს მთავარ პროკურატურასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: "რუსული გავლენები საქართველოში და ფულის გათეთრების მრავალმილიონიანი სკანდალი"

მისამართი: ვახტანგ გორგასლის 24

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

 

11:00 საათზე - რუსთავში, მე-12 დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან ლევან ხაბეიშვილთან პროკურატურის გამომძიებელი შევა, რათა დაზარალებულის სტატუსით გამოჰკითხოს.

თემა: "2024 წლის 30 აპრილს სპეცრაზმელის მიერ ცემის ფაქტი".

საკონტაქტო პირი: ლაშა ტყეშელაძე - 557 55 95 59

 

11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების საქმის განხილვა გაიმართება.

 

12:00 საათზე - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

 

14:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 8 პირის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების სხდომა გაიმართება.

 

17:00 საათზე - ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)