21 ოქტომბრის #საკვირველიდღეები
4 000 მბ + 150 წთ (საქართველოში) - 9₾
600 წთ (საქართველოში) - 10₾
30 000 მბ - 19₾
9 000 მბ - 10₾
ვადა - 30 დღე
ჩართვა - *288# 🆗
ან აპლიკაციით MyMagti
21 ოქტომბრის #საკვირველიდღეები
4 000 მბ + 150 წთ (საქართველოში) - 9₾
600 წთ (საქართველოში) - 10₾
30 000 მბ - 19₾
9 000 მბ - 10₾
ვადა - 30 დღე
ჩართვა - *288# 🆗
ან აპლიკაციით MyMagti
1792525958
მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელით აპირებენ "ვარდების რევოლუციის" შემდგომი პერიოდის გაუქმებას."ყველამ უნდა ისმინოს, მიხეილ სააკაშვილმა შეაჩერა რუსული სამხედრო მანქანა. საქართველოში იყო რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა და მიხეილ სააკაშვილმა შეაჩერა. ამ მოღალატეებს იცით რა უნდათ, რომ თქვან? რომ ანწუხელიძე არაა გმირი, არამედ სააკაშვილის პიარს არის შეწირული. ამათ უნდათ გვითხრან, რომ შინდისის გმირები გმირები არ არიან, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილ "შოუს" შეეწირნენ, თურმე. არა მარტო 2008 წლის გმირებს ეხებიან ეს ადამიანები, არამედ 9 აპრილის გმირობას, ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ნაწილს ეხებიან და დემოკრატიას აუქმებენ, თან ვინ აუქმებს? ევა გოცირიძემ როგორ შეიძლება რამე გააუქმოს? სად ვიმყოფებით, პარადოქსში. რუსული სისტემის რესტავრაცია ხდება, ისევ კრიმინალები ბრუნდებიან, ისევ კრიმინალები არიან სისტემის ზემოთ.მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ, "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდს ასამართლებენ, წარმატებას ასამართლებენ. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, ამათ წინაშე მარტო რომ დადგეს, არა მხოლოდ სიმართლე იქნება მკაფიო, არამედ ეს ხალხი ვერც კი გაბედავს მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებასაც კი, მაგრამ რა თქმა უნდა, არ მისცემენ მას საშუალებას, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს, რომ ისაუბროს, როგორ დააყენა ქვეყანა ფეხზე. აქვე ვიტყვი, აქ რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ყველამ ვიცით", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
1792524893
კურო21 ოქტომბერი სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებას მოითხოვს. შესაძლოა, მოულოდნელმა ინფორმაციამ თქვენი გეგმები შეცვალოს. სასიყვარულო ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი გაუგებრობის მოგვარებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა ფინანსების გადასახედად.ტყუპებიკომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო შეთავაზება, რომელიც სამომავლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.კირჩხიბიდღეს განსაკუთრებული ყურადღება ოჯახსა და პირად ურთიერთობებს დაუთმეთ. შესაძლოა, წარსულთან დაკავშირებული საკითხი კვლავ აქტუალური გახდეს. ემოციური გადაწყვეტილებების ნაცვლად, სიტუაციის მშვიდად შეფასება უკეთეს შედეგს მოგიტანთ.ლომი21 ოქტომბერი საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსს მოგცემთ. პროფესიულ საქმიანობაში თქვენი ინიციატივა შესაძლოა დადებითად შეფასდეს. სასიყვარულო ურთიერთობებში სასიამოვნო მოულოდნელობაა მოსალოდნელი. ეცადეთ, ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ.ქალწულიდღეს ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება განსაკუთრებით გამოგადგებათ. შესაძლოა, გადადებული საქმის დასრულება შეძლოთ. ფინანსურ საკითხებში ზომიერება შეინარჩუნეთ. საღამოს დასვენება და ახლობლებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.სასწორიდღე ახალი იდეებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ხელსაყრელია. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები დაიწყოს. პროფესიულ საქმიანობაში დიპლომატიური მიდგომა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს.მორიელი21 ოქტომბერს ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებული გექნებათ. შესაძლოა, ისეთი ინფორმაცია შეიტყოთ, რომელიც გარკვეულ საკითხებზე შეხედულებას შეგაცვლევინებთ. ურთიერთობებში მოერიდეთ ეჭვიანობასა და ზედმეტ დაძაბულობას. კარგი დროა სამომავლო გეგმების დასახვისთვის.მშვილდოსანიდღე აქტიურობასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას უკავშირდება. შესაძლოა, მოულოდნელი შეხვედრა ან საინტერესო წინადადება მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში დაუფიქრებელ ხარჯებს მოერიდეთ. პირად ცხოვრებაში გულწრფელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.თხის რქა21 ოქტომბერი პროფესიულ საქმიანობაში წინსვლის შესაძლებლობას მოგცემთ. შესაძლოა, თქვენი შრომა და მონდომება სათანადოდ დაფასდეს. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ვალდებულებებს. პირად ურთიერთობებში მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.მერწყულიდღეს ახალი იდეები და მოულოდნელი შთაგონება არ მოგაკლდებათ. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების განხილვისთვის. შესაძლოა, მეგობრისგან სასარგებლო რჩევა მიიღოთ. ურთიერთობებში ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ.თევზები21 ოქტომბერი ემოციურად დატვირთული, თუმცა საინტერესო დღე იქნება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეთ. ინტუიცია სწორი მიმართულების არჩევაში დაგეხმარებათ, თუმცა ფაქტების გადამოწმებაც აუცილებელია. საღამო დასვენებასა და სიმშვიდეს დაუთმეთ.
1792523540
ჟურნალისტებმა ზელენსკის ჰკითხეს დათმობების შესახებ და იმის შესახებ, აგებს თუ არა ამჟამად რუსეთთან ომს.პრეზიდენტმა უპასუხა, რომ დისკუსიები „დელიკატურ“ საკითხებზე იყო ორიენტირებული, თუმცა მას სურს "ძალისხმევა გაიღოს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად“ და მომავალ მოლაპარაკებებზე რეკონსტრუქციაზე გაამახვილოს ყურადღება.ზელენსკი აცხადებს, რომ „უკრაინა ომს არ აგებს“."მაგრამ ჩვენ ადამიანებს და დროს ვკარგავთ, რადგან ჩვენს შვილებს არ აქვთ ნამდვილი ცხოვრება, ბავშვობა. სწორედ ამიტომ უნდა დავასრულოთ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1792521740
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუცია არ აძლევს იმის უფლებას, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება."კონსტიტუციური სარჩელის საფუძველი მხოლოდ სამართლებრივი შეიძლება იყოს. ეს წერია კონსტიტუციაში, მითითებულია ის რამდენიმე საფუძველი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც შეიძლება დაისვას პარტიის აკრძალვის საკითხი, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა სხვაგვარი გვაქვს. სარჩელში მე სამართლებრივი საფუძველი ვერ ვნახე და ამას ვამბობ იმ დროიდან, როდესაც პირველად განაცხადა "ქართულმა ოცნებამ", უნდა ავკრძალო პოლიტიკური პარტიებიო. ეს პროცესი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ იწყება, მე მესახება პოლიტიკურ პროცესად და არა სამართლებრივად. საკონსტიტუციო სასამართლოს კი კონსტიტუცია არ აძლევს იმის უფლებას, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.მეც ასეთი შთაბეჭდილება მაქვს შექმნილი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მმართველ პარტიაში მიღებულია, ახლა საქმე ის გახლავთ, ეყოფა თუ არა პატიოსნება, პრინციპულობა, სინდისიერება საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მიიღოს სამართლებრივი და კონსტიტუციური გადაწყვეტილება", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
1792518240
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22 და 23 ოქტომბერს №1979 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, ამავე მაუწყებლის მიერ არსებითი სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების და სხვა მედიასაშუალებებისთვის სიგნალის მიწოდების/გავრცელების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასცა თანხმობა.აღნიშნული სხდომების ტრანსლაცია ასევე განხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბარხზე - პირდაპირი ეთერის რეჟიმში.შესაბამისად, მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1792517040
მან ამავე წერილში დავით გარეჯის საქმეზეც ისაუბრა და წერს, რომ მისი პრემიერობის პირველსავე ვადებში რუკების მოძიება და ამ საქმეზე მუშაობა დაიწყო სწორი კომუნიკაციისთვის."19 ოქტომბერს დაიწყო ჩემი სასამართლო პროცესი. ამასთან დაკავშირებით მსურს განვაცხადო, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, ცილისწამებაზე აგებული საქმე და ამ აბსურდული საქმის დეტალების შესახებ საზოგადოება სრულ სიმართლეს პროცესის მიმდინარეობისას გაიგებს.იმის გამო, რომ ჩემ მიმართ წარდგენილი ცილისმწამებლური ბრალდება შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხს - თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, მიზანშეწონილად მიმაჩნია, საზოგადოებას მოკლედ გავუზიარო, თუ რა გაკეთდა ქვეყნის თავდაცვის განმტკიცებისთვის ჩემი პრემიერმინისტრობისა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში.ამ პერიოდში განხორციელდა:* თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვა;* სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების განახლება;* სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება;* ნატოს სტანდარტებთან დაახლოება და ნატოს სტანდარტების შესაბამის შეიარაღებაზე გადასვლა;* სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი."ყველაფერი საუკეთესო ჯარს!“ - ეს იყო ჩემი დევიზი, რომელსაც დავაფუძნე ჩემი ხედვა, პოლიტიკა და ყველა გადაწყვეტილება მინისტრად დანიშვნისთანავე. თავდაცვის ძალებთან ერთად საზოგადოებას წარვუდგინეთ განვითარების 10-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (აღნიშნული გამოცდილება და მაგალითი მოგვიანებით მთელი მთავრობისთვის, ყველა სამინისტროსთვის გავხადე სავალდებულო).ჩემს გუნდთან და თავდაცვის ძალებთან ერთად დავიწყეთ მასშტაბური სამუშაოები სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. ყველა სამხედრო ბაზა ნატოს ერთიანი სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და რეაბილიტირდა. 2023 წლის ბოლოსთვის აშენდა და რეაბილიტირდა 270 ობიექტი, მათ შორის ყაზარმები, სასადილოები, სპორტული კომპლექსები და საცხოვრებელი კორპუსები. ჯამში გარემონტდა 500-ზე მეტი ობიექტი.ავაშენეთ „ჯარის ქალაქი“ და 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს მინიმალურ ფასად გადავეცით ბინები. ამ პროექტის გაგრძელების ვალდებულება და გარანტიები კი თავდაცვის კოდექსში გავწერეთ, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი სავალდებულო გაგრძელება ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც.ზემოაღნიშნული დევიზის შესაბამისად ვცდილობდი, ყველაფერი საუკეთესო გამეკეთებინა ჯარისკაცებისთვის: პირადი ეკიპირება, ფორმები, ფეხსაცმელი, მოწესრიგებული სოციალური საკითხები, 50%-ით გაზრდილი ხელფასები, სრულად განახლებული ავტოპარკი, სამხედრო მანქანები, სპეცტექნიკა, ჯავშანმანქანები, განახლებული შეიარაღება, რეზერვების შევსება. გაფორმდა ათეულობით ხელშეკრულება შეიარაღების შესყიდვაზე, აღვადგინეთ და შევიძინეთ საჰაერო თავდაცვის სისტემები, სრულად აღვადგინეთ სამხედრო ავიაცია - თვითმფრინავები და ვერტმფრენები, გავაძლიერეთ არტილერია, ლოგისტიკა და თავდაცვის ყველა შესაძლებლობა...ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რომლებიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ჩვენი ჯარისთვის გაკეთდა.თუ ვინმემ იცის, რა გავაკეთე ჩემი თავდაცვის მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის დროს ჯარისთვის, ეს, პირველ რიგში, ჩვენმა ჯარმა იცის.ამის დასადასტურებლად კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ: 2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა. მხოლოდ ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯარის დახურულ უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 85–90% მიიღო. ვფიქრობ, მხოლოდ ეს ფაქტიც კი ბევრ რამეზე მეტყველებს.მნიშვნელოვანი იყო ახალი თავდაცვის კოდექსის მიღება, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი დაარეგულირა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთ-ერთი ყველაზე ანტიეროვნული და მკრეხელური, ე.წ. „გირჩის პროექტი“, რომელმაც 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა შეაცდინა და საშუალება მისცა, თავი აერიდებინათ სამხედრო სამსახურისთვის...ჩვენ შევზღუდეთ და გავაუქმეთ ეს ანტისახელმწიფოებრივი პროექტი. კოდექსმა ასევე დაარეგულირა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა, რომლის თანახმადაც, დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში ხორციელდება.შემუშავდა კონკრეტული მოდულები. ექვსთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ ახალგაზრდას მიღებული ექნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. შედეგად, ქვეყანას ეყოლება ფსიქოლოგიურად და მორალურად მომზადებული, ჯანსაღი პატრიოტები - რეზერვისტები. ამ პროცესის წინასწარი მოსამზადებელი ეტაპი კი იყო და არის სამხედრო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისთვის.ყოველივე ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, თუ რას ნიშნავს პირადად ჩემთვის ჩვენი ქვეყნისა და მისი თავდაცვის ინტერესები.ახლა, როდესაც ბრალს მდებენ იმაში, რაც არასოდეს ჩამიდენია, დიდი მწერლის სიტყვები მახსენდება:"ყოველი დროის ცილისმწამებლებმა კარგად იცოდნენ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მაშინ ხდება, როცა სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა იგი“.აქვე მინდა გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი. ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით.მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჯერ კიდევ წლების წინ, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, გვქონდა მცდელობა, მოგვეპოვებინა ორიგინალი რუკები, რაც აუცილებელი იყო მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად.2020 წლამდე ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი, ორი თავდაცვის მინისტრი და სამი შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა. სამწუხაროდ, დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა. პირიქით, სიტუაცია გაუარესდა.ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ.მალევე თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტის პროფესიონალების მიერ მომზადებული კონკრეტული ხედვა, მოსაზრებები და გამოსავლის გზები წარვუდგინე პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა დავით ხიდაშელის მიერ რუკების დედნების თბილისში ჩამოტანა. ასევე განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება - დაიწყო გამოძიება.შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფოს პოზიციები. ამის თაობაზე სრულად ინფორმირებული იყო საქართველოს საპატრიარქო და პირველივე დღიდან პროცესში ჩართული იყო დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (მისი ინიციატივითა და შთაგონებით დავიწყე მუშაობა დავით გარეჯის საკითხზე ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს და მასთან ერთად განვაახლე პროცესი თავდაცვის მინისტრად დაბრუნებისთანავე).ჩემი გადაწყვეტილებით განახლდა სახელმწიფო კომისიაც, რომლის შემადგენლობაშიც შევიყვანეთ ახალი წევრები - პატრიოტი პროფესიონალები.სასამართლო პროცესი 2023 წლის ბოლომდე გრძელდებოდა. ასევე შერჩეული გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სამართლებრივ საკითხებში დაგვეხმარებოდნენ.აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა. იმედი მაქვს, სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მოლაპარაკებები და სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი.და ბოლოს, მე მთელი გულით ვემსახურე ჩვენს ჯარსა და ჩვენს სამშობლოს. ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
1792512500
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვას. სარჩელი სასამართლოს მმართველი უმრავლესობის 88-მა დეპუტატმა წარუდგინა. პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ და სრულად ვცემ პატივს სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის.პოლიტიკური პლურალიზმი ჯანსაღი დემოკრატიის აუცილებელი პირობაა და ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს რანგში, ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებში. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს სახით, საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. სწორედ ეს უფლებები აძლევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას საშუალებას, ორგანიზებულად იმოქმედონ, გამოხატონ თავიანთი პოზიცია და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვას განსაკუთრებით დამაჯერებელი დასაბუთება სჭირდება და აუცილებლობისა და თანაზომიერების მკაცრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს საერთო ევროპული სამართლებრივი სივრცის ფუნდამენტური სტანდარტებია და საქართველოც ამ სივრცის ნაწილია.მმართველ უმრავლესობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, დაიცვას ეს პირობები და პატივი სცეს პოლიტიკური ოპოზიციის კანონიერ როლს როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. მმართველი პარტია, რომელიც საკუთარი ძალაუფლების დემოკრატიული შეზღუდვების მოხსნას ცდილობს, სწორედ იმ ქვეყანას ასუსტებს, რომლის სამსახურშიც თავს მიიჩნევს. ეს პროცესი მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვების ზრდის ფონზე. ეს მოვლენები ერთობლიობაში, საფრთხეს უქმნის ბალანსისა და შეკავების იმ მექანიზმებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული მმართველობისთვის აუცილებელია. ევროპის საბჭო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება და გააგრძელებს საქართველოსთან დიალოგს, რათა შეუწყოს ხელი კონვენციის დაცვას, ვალდებულებების შესრულებას, პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნებასა და ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას “, – აცხადებს ალენ ბერსე.პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ხვალ, 21 ოქტომბერს იწყება.
1792505768
სამსახურის ცნობით, დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეებისგან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია - ის გამოიყვანეს ადვოკატთან, რა დროსაც მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია დერეფანში ფანჯრის მინა და თვითდაზიანებით იმუქრებოდა."სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა. პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია.აქვე აღვნიშნავთ, რომ, ვინაიდან უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იშუამდგომლა საქართველოს პროკურატურასთან (რომლის გადაწყვეტილებითაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს შეზღუდული აქვს პაემნების და სატელეფონო საუბრების უფლება). პროკურატურამ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ბრალდებულს მიეცა ერთჯერადად ოჯახთან (დედასთან) სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება.მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავად ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში ცალსახად აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის და ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1791402510
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1791489503
პროექტზე "ისწავლე და დასაქმდი" რეგისტრაცია იწყება - პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება
1791360098
ზელენსკი - უკრაინა შეწყვეტს რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს, თუ კრემლი ჩვენს ენერგეტიკას არ შეეხება
1791717517
კახა კალაძე - მოვუწოდებთ მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ, რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა და შეამციროთ რისკები
1791361836