ყველამ უნდა ისმინოს, მიხეილ სააკაშვილმა შეაჩერა რუსული სამხედრო მანქანა. საქართველოში იყო რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა და მიხეილ სააკაშვილმა შეაჩერა. ამ მოღალატეებს იცით რა უნდათ, რომ თქვან? რომ ანწუხელიძე არაა გმირი, არამედ სააკაშვილის პიარს არის შეწირული, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. 

მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელით აპირებენ "ვარდების რევოლუციის" შემდგომი პერიოდის გაუქმებას.

"ყველამ უნდა ისმინოს, მიხეილ სააკაშვილმა შეაჩერა რუსული სამხედრო მანქანა. საქართველოში იყო რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა და მიხეილ სააკაშვილმა შეაჩერა. ამ მოღალატეებს იცით რა უნდათ, რომ თქვან? რომ ანწუხელიძე არაა გმირი, არამედ სააკაშვილის პიარს არის შეწირული. ამათ უნდათ გვითხრან, რომ შინდისის გმირები გმირები არ არიან, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილ "შოუს" შეეწირნენ, თურმე. არა მარტო 2008 წლის გმირებს ეხებიან ეს ადამიანები, არამედ 9 აპრილის გმირობას, ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ნაწილს ეხებიან და დემოკრატიას აუქმებენ, თან ვინ აუქმებს? ევა გოცირიძემ როგორ შეიძლება რამე გააუქმოს?  სად ვიმყოფებით, პარადოქსში. 

რუსული სისტემის რესტავრაცია ხდება, ისევ კრიმინალები ბრუნდებიან, ისევ კრიმინალები არიან სისტემის ზემოთ.

მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ, "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდს ასამართლებენ, წარმატებას ასამართლებენ. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, ამათ წინაშე მარტო რომ დადგეს, არა მხოლოდ სიმართლე იქნება მკაფიო, არამედ ეს ხალხი ვერც კი გაბედავს მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებასაც კი, მაგრამ რა თქმა უნდა, არ მისცემენ მას საშუალებას, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს, რომ ისაუბროს, როგორ დააყენა ქვეყანა ფეხზე. აქვე ვიტყვი, აქ რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ყველამ ვიცით", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.