"ანაგი ქოლაბმა" სრულად შეასრულა პროექტ „თბილისის აკრების" ფარგლებში ნაკისრი მისია: შექმნა პროექტის კონცეფცია და ბრენდი, ჩამოაყალიბა მარკეტინგის, გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების გუნდი. ამის შემდეგ პროექტის მართვა შპს „თბილისის აკრებს" გადააბარა. 

დღეიდან „ანაგი ქოლაბი" პროექტსა და მისი მომდევნო ბლოკების განვითარებაში აღარ მონაწილეობს. პროექტს დამოუკიდებლად „თბილისის აკრები" წარმართავს.

"თბილისის აკრებს" წარმატებას ვუსურვებთ. ჩვენ ახალი პროექტებით გავაგრძელებთ", - აღნიშნავენ კომპანიაში.