ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

ჟურნალისტს მცხეთის იზოლატორთან ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.

"რეჟიმი განწირულია, ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს. პროტესტს ისევ გავაგრძელებ”, - განაცხადა ვახო სანაიამ.

"ფორმულას" წამყვან ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეუფარდეს.