ისინი ჯერ კიდევ ვერ იგდებენ თავიდან მსოფლიოს მოწყობის თავიანთ ხედვას და მაინც ჯიუტად ფიქრობენ, რომ საბოლოოდ, დალაგება უნდა იყოს ტრამპის სანდო პირთან სადღაც უკანა ოთახში ხელის ჩარტყმით და რაღაც პირობით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებაში" ყოველ ჯერზე ფიქრობენ, რომ წინა პირობა არ ეყოთ და სხვანაირ გეგმებს აწყობენ ამერიკასთან საურთიერთოდ.

"ოცნებას" რუსეთისგან აქვს დავალებები და იმას ასრულებენ. მეორე საქმეა მათი ხედვა, ისინი ჯერ კიდევ ვერ იგდებენ თავიდან მსოფლიოს მოწყობის თავიანთ ხედვას და მაინც ჯიუტად ფიქრობენ, რომ საბოლოოდ, დალაგება უნდა იყოს ტრამპის სანდო პირთან სადღაც უკანა ოთახში ხელის ჩარტყმით და რაღაც პირობით. ყოველ ჯერზე ფიქრობენ, რომ წინა პირობა არ ეყოთ და სხვანაირ გეგმებს აწყობენ. ახლა მათი მთავარი მიზანია, თავისიანებმა არ ჩათვალონ, რომ იმ დონეზეა დაპირისპირება ამერიკასთან, რომ ეს ამერიკა ბოლოს მოუღებენ. მათ ეს იციან და საუბრობენ ერთმანეთთან ამაზე, მაგრამ ფიქრობენ, რომ ჯერ ეს ბოლო არ არის და ჯერ კიდევ აქვთ საშუალება ფულის პარვის და ყველაფრის ფეხებზე დაკიდება", - განაცხადა გივი თარგამაძემ.