საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის ინფორმაციისა და პრაქტიკული რესურსების გაზიარებას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 24 დეკემბერს გაიმართება პრაქტიკული ვორქშოპი თემაზე - AI-ის გამოყენება ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის.

ვორქშოპს გაუძღვება ნათია ქუხილავა, Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი.

შეხვედრაზე მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ შეიძლება AI-ის დახმარებით ყოველდღიური სამუშაო პროცესების გამარტივება, დროისა და რესურსების ოპტიმიზაცია და კონკრეტული ბიზნეს ამოცანების ავტომატიზაცია.

შეხვედრა ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში — სპიკერი დამსწრეებთან ერთად ავტომატიზაციის workflow-ს ადგილზე ააწყობს. ამასთანავე, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან შეკითხვები და განიხილონ საკუთარი ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები.

ღონისძიება 24 დეკემბერს, 17:00 საათზე,  საქართველოს ბანკის 4B ფილიალიში, ალ. ყაზბეგის ქ. №15-ში გაიმართება.

საქართველოს ბანკი ბიზნეს 360˚ პლატფორმის ფარგლებში საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. პლატფორმის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წვდომა  აქვს ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ინფორმაციაზე - ბიზნესკურსების, რეგულარული ვორკშოპების, კვლევითი რესურსების და სხვა პროექტების გზით.