ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა უკრაინაში ვიზიტი დააანონსა.
ორშაბათს მე ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინული დემოკრატიისა და პრეზიდენტის ზელენსკის მიმართ - პედრო სანჩესი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა უკრაინაში ვიზიტი დააანონსა.
ორშაბათს მე ვიქნები კიევში, რათა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინული დემოკრატიისა და პრეზიდენტის ზელენსკის მიმართ - პედრო სანჩესი
1790670293
მისივე თქმით, მას მოძალადედ მოიხსენიებს თუ არა გამოძიება, მისთვის უმნიშვნელოა."ზუსტად 30 სექტემბერს დამაკავეს. 30-მდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან, არაფრის შეცვლას, კორექტირებას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრი მაქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ, ისევ შემაბრუნონ, მაგრამ არ მინდა ციხის რომანტიზება, მაგრამ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რასაც ვაკეთებ, რომ ამის გამო არ ვაპირებ ან ქვეყნიდან წავიდე, ან სახლში დავიმალო, ან სხვა საქმე მოვძებნო.მთავარი, რამაც დადებითად გადაწონა ჩემი გადაწყვეტილება, იყო ის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი, ნებისმიერი ქმედება მოახდენდა გავლენას იმაზე თუ არა, რომ სხვა ადამიანებზეც ჰქონოდა რეაგირება და გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურა მედავებოდა რაღაც სიგიჟეს, ეს არ იყო პროპაგანდისთვის ისეთი ამბავი, რომ მაგალითად, ვიღაც სხვისთვისაც ეთქვათ, რომ აი, ეს ადამიანი რაღაც. პიროვნულად ჩემზე თუ იტყვიან, რომ მოძალადე ვარ, საერთოდ არ მაინტერესებს, მართლა არცერთი წამით არ ვდარდობ მაგაზე, უბრალოდ მთავარი ამოცანა, ამბავი იყო ის, რომ მე ვერ გამომიყენებენ თავიანთი პროპაგანდისთვის, ვერ იტყვიან, რომ ჩემი ეს ქმედება რაღაც აქციის ფორმატი იყო, ან არ ვიცი, პოლიციელი ცემა, ან ნებისმიერი სხვა რამე. აქციებში აქტიურად ჩართული ადამიანი ნახეს ჩხუბის კადრებში, რომ გაიარა, ჩამოიარა, მივიდა-მოვიდა და გამოიყენეს", - განაცხადა გელა ხასაიამ. აქტივისტმა გელა ხასაიამ პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა. მას საპროცესო შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაუფორმდა. პირობების თანახმად, მას 3 წელი პირობითი მსჯავრი ექნება.გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
1790663924
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაამზადეს ორი ერთეული ყალბი „ცნობა ყურძნის წარმოშობის შესახებ“. დოკუმენტებში შეტანილი იყო ყალბი მონაცემები, თითქოსდა რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანდარი.აღნიშნული ყალბი ცნობების გამოყენებით, ბრალდებულები შეეცადნენ, ჭანდარის ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენი ჩაებარებინათ.საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით",- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
1790663733
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1790663422
"სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 2 კილოგრამზე მეტი „მეთადონი“ და „მარიხუანა“.პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
1790662140
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 532 500 (+1 440) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 29.09.26-მდე: ტანკები – 12 388 (+3), ჯავშანტექნიკა – 25 463 (+13), საარტილერიო სისტემები – 50 498 (+21), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 169 (+4).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 681 (+2), თვითმფრინავები – 443 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 780 (+6); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 538 702 (+1 474), ფრთოსანი რაკეტები – 5 118 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 155 031 (+296), სპეციალური ტექნიკა – 4 765 (+2).
1790625411
მისივე თქმით, ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული ეროზიების შედეგი."ეს ყველაფერი მკაფიო ინდიკატორია იმისა, "ოცნება" დასუსტდა თუ არა. "ოცნება" ასეთ ცუდ დღეში არასოდეს ყოფილა, ივანიშვილს ვითარება აუფეთქდა, მოცურდა ის. თუ სისტემა არ ირყევა და სტრესში არ ამყოფებს საზოგადოება, რა მოხდა უცებ, ერთ მშვენიერ დღეს, რომ სუსის უფროსი რამდენჯერმე გადააყენეს, მთავარი "ქოცები" ციხეში არიან, მთელი ქუჩა ციხეშია - რამე მოხდა? ფსიქიური გადახრა დაეწყო ბიძინას, რომელიც აქამდე არ ჰქონია?! ლოგიკას შევხედოთ, რა შეიცვალა ამ ორ წელში? ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული იმგვარი პროტესტი, რომელმაც გამოიწვია ამ ტიპის შიდა ეროზიული პროცესები და საგარეო პროცესები, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ამ ეროზიას.ის, რომ ღარიბაშვილი სანქციებით შეშინებულია, ამერიკასთან და ევროპასთან რომ ნასაუბრები აქვს, რაც ბიძინას არ მოსწონდა, ეს ხომ თქვენც იცით. რატომ აქვს ეს ღარიბაშვილს გაკეთებული? ჩვენ თუ ბუნებრივ განვითარებას გვინდა მივაღწიოთ, ყველაფერს ასე უნდა მივყვეთ, მაგრამ თუ გვინდა, რომ ოპოზიციას ვაგინოთ და მე არ ვიცი, რატომ, მაშინ ყველგან რაღაც სხვა მიზეზები უნდა ვიპოვოთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
1790624924
11:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.მისამართი: ვაჟა-ფშაველას #45ა, "ფორმულას" შენობა, სართული -3საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644 11:50 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გააიმართებადავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.პლენარულ სხდომათა დარბაზი 13:00 საათზე - "ძლიერი საქართველო - ლელოს" გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის ბრიფინგი ფილარმონიასთან.თემა: "ოცნების შეუსრულებელი დაპირებები - მესამე ვადით მერობის ერთი წელი და კახა კალაძის ტყუილი დაპირებები თბილისელებს". 13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
1790623750
კუროფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად.ტყუპებიკომუნიკაციისთვის წარმატებული დღეა. მოსალოდნელია საინტერესო ინფორმაცია ან შეხვედრა, რომელმაც შესაძლოა სამომავლო გეგმებზე გავლენა მოახდინოს.კირჩხიბიყურადღება ოჯახურ და პირად საკითხებზე გადაიტანეთ. შესაძლოა ახლობელს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს. საღამო დასვენებას დაუთმეთ.ლომითქვენი ინიციატივა და თავდაჯერებულობა შედეგს მოგიტანთ. კარგი დროა საკუთარი იდეების წარმოსაჩენად, თუმცა ზედმეტ კატეგორიულობას მოერიდეთ.ქალწულიდეტალებზე ყურადღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ნუ იჩქარებთ - კარგად გააზრებული გადაწყვეტილება გაცილებით მოგებიანი აღმოჩნდება.სასწორიურთიერთობებში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. გულწრფელი საუბარი გაუგებრობის მოგვარებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა ახალი შეთანხმებებისთვის.მორიელიინტუიციას ენდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისას ფაქტებიც გაითვალისწინეთ. შესაძლოა დღის განმავლობაში მოულოდნელი ამბავი მიიღოთ.მშვილდოსანიცვლილებებისა და ახალი გეგმების დღეა. კარგი შესაძლებლობა შეიძლება იქ გაჩნდეს, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებით.თხის რქაპროფესიულ სფეროში პასუხისმგებლობა მოიმატებს, თუმცა თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება. ფინანსურ საკითხებში ზომიერება შეინარჩუნეთ.მერწყულიახალი იდეებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა საინტერესო ადამიანი გაიცნოთ ან მიიღოთ შეთავაზება, რომელიც დაფიქრებად ღირს.თევზებიემოციურად დატვირთული დღეა. საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმეთ და სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღებას მოერიდეთ. საღამოს სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.
"შანსი იმისა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპას, ან აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, არის ნულის ტოლი, სანამ ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი"
1789586780
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
1789583772
ბიზნესმენ თემურ უგულავას დაფუძნებული "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილმა იყიდა
1789760302
17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1789586641
თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
1789626759