11:00 საათზე - რევაზ აფხაზავას ბრიფინგი გაიმართება.
თემა: პროფესიული კოლეჯების დირექტორების წინასაარჩევნოდ დაშინების და შანტაჟის მცდელობა.
მისამართი: კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შტაბი, სადგურის მოედანი
საკონტაქტო პირი: დეა ბაძაღუა - 555 46 48 50
11:00 საათზე - რევაზ აფხაზავას ბრიფინგი გაიმართება.
თემა: პროფესიული კოლეჯების დირექტორების წინასაარჩევნოდ დაშინების და შანტაჟის მცდელობა.
მისამართი: კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შტაბი, სადგურის მოედანი
საკონტაქტო პირი: დეა ბაძაღუა - 555 46 48 50
1736929399
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა."მინდა, შევეხო დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - სატრანსპორტო პოლიტიკას. იცით, რომ ამ მიმართულებით პირველივე დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კომფორტული, დედაქალაქში გადაადგილება იყოს სწრაფი, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. გარდა ამისა, სრულად განვაახლეთ ავტობუსების პარკი, მიკროავტობუსები, მიმდინარეობს მეტროზე მუშაობა, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ვაგონების შესყიდვაზე, სრულად შევცვალეთ ძალოვანი კაბელები, ასევე, მოვაწესრიგეთ გამნიავებელი სისტემები და ახალი აგრეგატები იქნა დაყენებული. ვიწყებთ მეტროსადგურების განახლებასაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ელექტრომობილების წახალისებას."ვაცხადებთ აუქციონს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელზე მოთხოვნაც უფრო და უფრო მზარდია. აღნიშნული აუქციონის ფარგლებში, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ელექტროდამტენი 200-მდე ლოკაციაზე დამონტაჟდება. აუქციონი გამოცხადდება სამ ლოტად. თითოეულ ლოტში თანაბრად გადანაწილდება დასამონტაჟებელი დამტენების რაოდენობა; თითოეული მათგანი უნდა იყოს სწრაფად დამტენი აპარატი; აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, აპარატები დაამონტაჟოს და ფუნქციონირება დაიწყოს არაუგვიანეს რვა თვის განმავლობაში; საიჯარო ვადა იქნება 10 წელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, აღნიშნული აუქციონის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ელექტრომობილების მომსახურება კიდევ უფრო გაუმარტივდება, მთლიანობაში კი პროცესი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისებას, რაც თავის მხრივ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებასა და ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.კახა კალაძემ მოუწოდა ბიზნესის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პირობებით და აუქციონში ჩაერთონ.მისივე თქმით, განაცხადების მიღება 20 კალენდარული დღის განმავლობაში იწარმოებს.
1736929270
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა და ჯანმრთელობასთან ერთად, მშვიდობა უსურვა."კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ახალი წელი და თითოეულ მოქალაქეს პირველ რიგში, ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება. დღეს არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა. რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ისაა, რომ გრძელვადიანად შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს შესაძლებლობას, ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს და კეთილდღეობა იგრძნოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. მინდა, 2025 წელი წარმატებული იყოს თითოეული ჩვენგანისთვის და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებიც საახალწლო ღონისძიებებში იყვნენ ჩართული."2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა, რომელიც 25 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ყველა იმ კომპანიას, ვინც შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჩართული იყო „საახალწლო სოფლის“ ღონისძიებების ორგანიზებაში და აუცილებლად მეწარმეებს, რომელთა გარეშე საახალწლო ბაზარი წარმოუდგენელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, შემოტევები, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ „საახალწლო სოფელს“ ემუშავა გამართულად. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.აქვე, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს საახალწლო სივრცე კიდევ უფრო დიდი იქნება, სადაც საკუთარი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა მეტ მეწარმეს მიეცემა.„გპირდებით, რომ მომავალი წლისთვის ჩვენი საახალწლო სივრცე იქნება კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური, სადაც შევეცდებით, ყველა ადამიანს, მეწარმეს დავეხმაროთ და მივცეთ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქციის გაყიდვა მოახერხონ. მადლობა მინდა, გადავუხადო არტისტებს, მსახიობებს, ბენდებს, ყველა ქართველ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. მათი მისამართითაც იყო შეურაცხყოფა, ბულინგი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები დადგნენ თბილისელების, ხალხის გვერდით და თავიანთი შემოქმედებით გაალამაზეს ჩვენი დედაქალაქი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის. ნებისმიერ საკითხში, ნებისმიერ თემაზე, ყველას, თითოეულ თქვენგანს ექნება მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა“, - განაცხადა თბილისის მერმა.რაც შეეხება საციგურაო ყინულის მოედანს, კახა კალაძის თქმით, დატვირთულობისა და დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ის 21 იანვრამდე იფუნქციონირებს.
1736928899
საჯარო ბაღებში დაგეგმილ სიახლეზე საზოგადოებას ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა."ეს არის მიმართულება, სადაც თანამშრომლებს ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ და ამ მხრივ ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს იყო წინასაარჩევნოდ პრემიერ-მინისტრის დაპირება და ჩვენ, რა თქმა უნდა, დაპირებას ვასრულებთ. საერთო ჯამში, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში არსებული შრომითი განაკვეთების გათვალისწინებით, ხელფასები იზრდება საშუალოდ 25%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, გასული 2024 წელი იყო ერთ-ერთი გამორჩეული სკოლამდელი განათლების სისტემის მხარდაჭერის მიმართულებით."დედაქალაქში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა აშენდა და გაიხსნა, ორი ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, დაიწყო ახალი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, შვიდი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პატარებს ჰქონდეთ საშუალება, ნორმალურ პირობებში აღიზარდონ, ამ მიზნით კი ბაღის გარემოში თითოეულ დეტალს შესაბამისი ყურადღება ექცევა, დაწყებული კვებით, დასრულებული სათამაშოებითა და თეთრეულით.
1736928737
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საგზაო ნაწილის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია იგეგმება."გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო არეალი, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.დედაქალაქში გამტარუნარიანობის თვალსაზრისით ეს საკმაოდ პრობლემური ადგილია, განსაკუთრებით პიკის საათებში. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია. ასევე, გარე განათების ქსელის მოწყობა LED ლამპიონებით. უკვე მიმდინარეობს სადენების მიწის ქვემოთ ჩატანა. ასევე, უსაფრთხოების კუნძულები მოეწყობა, დაიზახება ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლითაც საავტომობილო მოძრაობა დარეგულირდება. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში იწარმოებს."პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ მოგვიწია გარკვეული არეალების გამოსყიდვა. ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. ამისთვის კომპანიებს თანამშრომლობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა.აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დღეს არსებული ვითარება, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს, მოგვარდეს და ამ კვანძზე მოძრაობა შედარებით თავისუფალი იყოს. პროექტი დაახლოებით, ორ თვეში დასრულდება. დღის განმავლობაში ჩვენ მუშაობას ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ. ამიტომ სამუშაოების შესრულება ძირითადად ღამის საათებში მოგვიწევს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1736928406
მისივე თქმით, რეჟიმმა კრიტიკული ხმები უნდა დაიცვას."ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ. დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ. რეჟიმმა კრიტიკული ხმები უნდა დაიცვას და მათ არ უნდა დაემუქროს. გიორგის სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს მიხაელ როთი.გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
1736927081
ომბუდსმენი მყისიერ რეაგირებას მოითხოვს."საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნეს ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა.სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
1736926869
მისი თქმით, ახლა მხოლოდ ერთიანობა თუ გადაარჩენს საქართველოს."სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს „ქოც/რუს/ზონდერ“ დეპუტატები დაესხნენ.აქვე ვიტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებდა ადრე. გახარია იყო შს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში „ზონდერ“ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს, მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ. იქით რუსის ზომბები არიან. აქეთ ადამიანები ვართ, ყველანაირი, ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
1736926472
მისივე თქმით, მასთან დიმიტრი სამხარაძეც მივიდა."სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა - მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე. დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, დაახლოებით, 10-12 კაცი იქნებოდა. იყო მუქარა, გინება და შემდეგ დაცვამ გამიყვანა. რაღაც ნივთი მომარტყეს, რომლითაც სათვალე გატყდა. მერე ნომრიდან ჩამოვედი და დავინახე, რომ გიორგი გახარია მძიმე დღეში იყო", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
"ადამიანი, რომელსაც საქართველოს ბედი უჭირავს ხელში, ეს არის მაკრონი, მნიშვნელოვანი ფიგურაა"
1736255908
კახა გოგოლაშვილი - არსებობს უკვე კონკრეტული ადამიანების სია და გადაცემული აქვთ მათ, ვინც არ უნდა შეუშვან
1736241739
ფიცო უკრაინას ამჯერად ლტოლვილებისთვის დახმარების შემცირებით ემუქრება
1735842139
ტრაგედია საბერიოში - ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა
1736074464
გია ხუხაშვილი - ასეთი ზურგი მხოლოდ რუსეთისგან აქვთ და ეს ნარატივით რუსეთიდან მოდის
1736324090