ვერძი

აქტიური დღე გელით. სამსახურში შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.

კურო

ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასაწყობად და ახლობლებთან მნიშვნელოვანი საუბრისთვის.

ტყუპები

კომუნიკაციისთვის ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია საინტერესო ინფორმაცია ან შეხვედრა, რომელიც თქვენს გეგმებზე გავლენას მოახდენს.

კირჩხიბი

მეტი ყურადღება საკუთარ თავსა და ემოციურ მდგომარეობას დაუთმეთ. პირად ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი გაუგებრობას მოგიხსნით.

ლომი

ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენი ინიციატივა შესაძლოა სხვებმაც დააფასონ. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზიც არ არის გამორიცხული.

ქალწული

საქმეების მოწესრიგებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დღეა. დეტალები არ გამოგრჩეთ - სწორედ მათ შეიძლება ჰქონდეთ გადამწყვეტი მნიშვნელობა.

სასწორი

ახალი იდეებისა და ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დროა ურთიერთობებში ბალანსის აღსადგენად და სამომავლო გეგმებზე დასაფიქრებლად.

მორიელი

ინტუიციას ენდეთ, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე ფაქტებიც გადაამოწმეთ. ფინანსურ საკითხებში ზედმეტ რისკს მოერიდეთ.

მშვილდოსანი

ენერგიული და საინტერესო დღე გელით. შესაძლოა, მოულოდნელმა შეთავაზებამ გეგმები შეგიცვალოთ. ახალი ნაცნობობა პერსპექტიული აღმოჩნდება.

თხის რქა

პროფესიულ სფეროში პასუხისმგებლობა გაიზრდება, თუმცა თქვენი შრომა შედეგს გამოიღებს. საღამოს დასვენება და ენერგიის აღდგენა დაგჭირდებათ.

მერწყული

შემოქმედებითი იდეებისთვის ხელსაყრელი დღეა. ნუ შეგეშინდებათ განსხვავებული მიდგომის - სწორედ უჩვეულო გადაწყვეტილებამ შეიძლება წარმატება მოგიტანოთ.

თევზები

ემოციურად დატვირთული დღეა. მოერიდეთ სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღებას. პირად ურთიერთობაში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.