ვერძი

პროდუქტიული და დატვირთული დღე გელით. შეძლებთ რთულ საქმეებთან გამკლავებას. კარიერული ზრდისთვის სასარგებლო იქნება კოლეგებთან მეტი კომუნიკაცია. ინიციატივის გამოჩენა და პროფესიონალიზმის დემონსტრირება საინტერესო შეთავაზებებს მოგიტანთ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახური პრობლემები მოლაპარაკების გზით მოაგვაროთ და საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი იყოთ. უსმინეთ ინტუიციას. თუ გარშემომყოფები რჩევას გთხოვენ, უარი არ უთხრათ – მალე თქვენც დაგჭირდებათ მათი დახმარება.

ტყუპები

არაჩვეულებრივი იდეები გექნებათ, რომლებიც მალე წარმატებით განხორციელდება. თუმცა ნუ იქნებით გულახდილი იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ – შესაძლოა, ვინმემ თქვენი იდეები მიითვისოს. ხელსაყრელი დღეა გადადებული რთული ამოცანების გადასაჭრელად.

კირჩხიბი

იყავით უფრო კომუნიკაბელური და გამოიჩინეთ ინტერესი ადამიანებისა და მოვლენების მიმართ. სიახლეები, რომლებსაც დღეს გაიგებთ, ან დაგიდასტურებთ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეს, ან მიგანიშნებთ, სად დაუშვით შეცდომა. იმოქმედეთ თქვენთვის კომფორტული ტემპით, ნუ ჩქარობთ და ნუ ეცდებით მეტის გაკეთებას.

ლომი

საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნება ის, რომელსაც საგულდაგულო განხილვის შემდეგ მიიღებთ. აჩქარება არასწორ გათვლებამდე და შეცდომებამდე მიგიყვანთ. პასუხის გაცემამდე ორჯერ დაფიქრდით. პირად ურთიერთობებში ინიციატივა აიღეთ და თქვენს გრძნობებზე თამამად ისაუბრეთ.

ქალწული

იყავით მოვლენების ცენტრში და გამოიჩინეთ ინტერესი ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება. ასეთი პოზიცია წარმატებამდე მიგიყვანთ და საშუალებას მოგცემთ, ისარგებლოთ ყველა იმ შესაძლებლობით, რომელიც მალე გადაიშლება. თავს უკეთ იგრძნობთ, თუ საკუთარ პოტენციალს გააცნობიერებთ.

სასწორი

უამრავი საქმე დაგიგროვდათ, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. გააკეთეთ ის, რასაც დიდი ხანია სამომავლოდ დებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია გაუარესდება და გამოსასწორებლად მეტი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ. დროა, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები სხვებსაც გადაუნაწილოთ.

მორიელი

დღე რთული და ემოციურად დაძაბულია. თუ შესაძლებელია, გადადეთ შეხვედრები და მოლაპარაკებები და იზრუნეთ დაგროვილ საოჯახო საქმეებზე. თუ სამუშაო შეხვედრები გარდაუვალია, ეცადეთ, კომუნიკაციაში პოზიტიური იყოთ და არ იკამათოთ, რათა განწყობა არ გაგიფუჭდეთ და კონფლიქტიც აირიდოთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ახალი ამბიციური პროექტების დასაწყებად. შეგიძლიათ, საქმეებს შემოქმედებითად მიუდგეთ და თამამად გამოიყენოთ არასტანდარტული მეთოდები – ამ გზით ნებისმიერ რთულ დავალებას სწრაფად გაართმევთ თავს. ჯანმრთელობაც არ დაივიწყოთ – მოერიდეთ გაციებას.

თხის რქა

შესაძლოა, გავლენიანი ადამიანები დაინტერესდნენ თქვენი იდეებით, თუ მათთან მიიტანთ. თქვენი ძალისხმევით და ნიჭით ძველი და რთული ამოცანის შესრულებას მოახერხებთ. ეცადეთ, კარგი განწყობა და მებრძოლი სული შეინარჩუნოთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, გულდასმით მოუსმინოთ სიახლეებს და ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება. ყველა ფაქტი, სანამ მათ შესახებ საჯაროდ ალაპარაკდებით, საგულდაგულოდ გადაამოწმეთ. ნუ მისცემთ რჩევას ადამიანებს, თუ ისინი ამას არ გთხოვენ. იფიქრეთ საკუთარ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებზე.

თევზები

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. სასარგებლო იქნება ახალი ინფორმაციის მიღება, საუბრებსა და შეხვედრებში მონაწილეობა. ახალი გამოცდილება გელით იმ ცვლილებებიდან, რომლებიც დღეს დაიწყება თქვენს ცხოვრებაში – ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება.