ვერძი: შესანიშნავი დღეა ახალი გუნდის შექმნისთვის ან თანამოაზრეების პოვნისთვის. ადვილად შეძლებთ ადამიანებთან ურთიერთობას და მათი დარწმუნებას. სამუშაო ადგილზე მსუბუქი ფლირტი შეიძლება გადაიზარდოს სასიყვარულო ურთიერთობაში.

კურო: დღეს მიღებული გადაწყვეტილებები შორსმიმავალი შედეგების მომტანი იქნება. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს და ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას, თუმცა კოლეგების საინტერესო იდეების მხარდაჭერა შესაძლებელია.

ტყუპი: დღევანდელი მოვლენები არაერთგვაროვანი იქნება. გადაწყვეტილების მიღებამდე მიიღეთ ინფორმაცია რამდენიმე წყაროდან. მოერიდეთ ოჯახში დაძაბულობას და ჩხუბს.

კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა პროფესიული საქმიანობისთვის. საქმეები კარგად მიდის, შესაძლებელია კოლეგებთან და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთგაგება. საღამოს დრო დაუთმეთ ოჯახურ საკითხებს.

ლომი: ბევრის გაკეთებას შეძლებთ; ეფექტურობა და სიმშვიდე ხელს შეუწყობს ყველა მიზნის მიღწევას. რთულ საკითხებს გამოცდილებისა და ცოდნის წყალობით სწრაფად გაუმკლავდებით.

ქალწული: დღეს ბევრი განსხვავებული რამის გაკეთება გელოდებათ. ყველაფრის იდეალურად შესრულება შეუძლებელი იქნება, ამიტომ ჯერ მთავარი შეასრულეთ. აკონტროლეთ ხარჯები, რათა არ დახარჯოთ დიდი თანხა უსარგებლო ნივთებზე.

სასწორი: ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. ბევრი საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ თქვენი მონდომება და შედეგებზე ორიენტირება დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. დაუთმეთ ყურადღება საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას.

მორიელი: დღე პროფესიული თვალსაზრისით წარმატებულია. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია მოსაგვარებელი, ახალი პროგრამა ასათვისებელი. შესაძლებელია შეხვედრები ავტორიტეტულ ადამიანებთან, რომლებიც დაგეხმარებიან.

მშვილდოსანი: გულწრფელობა და პირდაპირობა დღეს თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. არ შეგეშინდეთ თქვენი აზრის გამოხატვა და პოზიციის დაცვა. დღეს დაწყებულ რომანტიკულ ურთიერთობას სერიოზული გაგრძელება ექნება.

თხის რქა: შესაძლოა, თქვენი ოცნება ასრულდეს სამუშაოს შეცვლაზე ან საინტერესო ბიზნესწინადადების მიღებაზე. შეიძინეთ ახალი ცოდნა, დაესწარით კურსებსა და სემინარებს; ეს ყველაფერი მალე გამოგადგებათ.

მერწყული: რაციონალურად მოეპყარით სამსახურებრივ მოვალეობებს. თუ პრობლემების გადაჭრას გადადებთ, ისინი უფრო მასშტაბური გახდება. ნუ გარისკავთ ფინანსებით და შეზღუდეთ ხარჯები.

თევზები: იმაზე მეტის გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე დაგეგმილი იყო. თუ რამე გინდათ, გადადგით ნაბიჯი წინ და იღბალი გაგიღიმებთ. ოჯახური საკითხების მოგვარება შეიძლება ფინანსურად ძვირი დაგიჯდეთ.