მინდა, ვთხოვო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს და არამხოლოდ კოლეგებს, თანამოქალაქეებს, რომ მიიღონ მონაწილეობა პარასკეობით სინდისის პატიმრებისთვის გამართულ მარშებში, - ამის შესახებ რეჟისორმა პაატა ციკოლიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა.

"მინდა, ვთხოვო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს და არამხოლოდ კოლეგებს, თანამოქალაქეებს, რომ მიიღონ მონაწილეობა პარასკეობით სინდისის პატიმრებისთვის გამართულ მარშებში. ეს არის უსაფრთხო ფორმა პროტესტის გამოხატვის და ეს მარშები ყოველდღე, ყოველ კვირა მოიკრებს ძალას და გახდება მკაფიო, რომ ქართული საზოგადოება ერთსულოვანია ამ ბრძოლაში", - განაცხადა პაატა ციკოლიამ.