ვერძი

მოერიდეთ საეჭვო პროექტებში ჩართვას და საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. პრობლემების განხილვამ შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

კურო

ახალ ნაცნობებს თავს ადვილად მოაწონებთ და მათ მხარდაჭერას მიიღებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიხარულით გავსებთ. შესაძლოა, ამ დღეს ერთობლივად საინტერესო გეგმები შეიმუშაოთ.

ტყუპები

შეგიძლიათ ვარსკვლავების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. გამორიცხული არ არის, რომ საქმიანმა პარტნიორებმა შეთანხმების პირობები დაარღვიონ და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი სტუმრები ან მოულოდნელი სიახლეები გელით.

კირჩხიბი

ზოგ კირჩხიბს სამართლებრივი პრობლემების მოგვარება მოუწევს, რომლის შესახებ ამ დრომდე არაფერი იცოდა. ახლობლებთან ურთიერთობა დაძაბულია, რაშიც თავად ხართ დამნაშავე. ეცადეთ, სხვა ადამიანების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება ისწავლოთ.

ლომი

ფრთხილად იყავით ფულთან და ხარჯები შეძლებისდაგვარად შეამცირეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობის, პროფესიული საკითხების განხილვისა და კარიერული წინსვლისთვის. შეიძლება მაცდური შეთავაზება მიიღოთ.

ქალწული

დღის პირველ ნახევარში იპოვით საშუალებას, რომ არაკეთილის მსურველები დასაჯოთ და საკუთარი ინტერესები დაიცვათ. ზოგჯერ საკმაოდ ხისტად მოქმედება გიწევთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ სწორად იქცევით. ეცადეთ როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში ინიციატივა ხელში აიღოთ.

სასწორი

უცნაურია, მაგრამ ყველაზე რთულ დროს თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გაიხსნება და სერიოზული წარმატების შანსი გაჩნდება. ნებისმიერ სიტუაციაში წინ უნდა იაროთ. თუ შეჩერდებით, შეიძლება არახელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდეთ.

მორიელი

დროა, საყვარელ ადამიანებთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილოთ. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი გაგიჩნდეთ. მოითმინეთ და ნუ ეცდებით ყველაფერი ერთდროულად მიიღოთ, თორემ უფრო მეტს დაკარგავთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ისეთ ადამიანებსაც კი იზიდავთ, რომლებიც ურთიერთობებს გაურბიან და ეს ადამიანები განსაკუთრებით დაგეხმარებიან. ეცადეთ, საღამოს გამაჯანსაღებელი პროცედურების ან სპორტისთვის დრო გამონახოთ. ეს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება და შეძლებთ ბევრ რამეს უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ.

თხის რქა

ოჯახში და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ.

მერწყული

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ყველაფერი კარგად იქნება. საქმიან მოლაპარაკებებზე სასურველ მიზანს მიაღწევთ, რადგან თანამოსაუბრეებზე სწორი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ. ზოგჯერ საყვარელ ადამიანებთან საერთო ენის პოვნა უფრო რთულია, ვიდრე უცნობებთან - შეურაცხმყოფელია, როდესაც ყველაზე ახლობელ ადამიანებს თქვენს სიტყვებში ეჭვი ეპარებათ.

თევზები

შესაძლოა, ამ დღემ ბევრი პრობლემა მოგიტანოთ, მაგრამ ყველაფერს სწრაფად გაუმკლავდებით. თქვენ გონიერი ადამიანი ხართ და იქ, სადაც სხვები მარცხდებიან, წარმატებას მიაღწევთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გარშემო მყოფები რჩევისთვის ხშირად გაკითხავენ - ბევრს სურს თქვენი მიღწევები გაიმეოროს.