მე მზად ვარ, მწამებელ ხარებას რამე დავუშავო და წავალ ციხეში. ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა, -  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციური წყობილება დღეს დამხობილია.

"თუ ძალით არ გავიტანთ ბიძინა ივანიშვილს, არაფერი არ გამოგვივა და ეს უნდა გვესმოდეს. დღეს კონსტიტუციური წყობილება არის დამხობილი. ჩვენს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ხალხის მმართველობა უნდა იყოს, მაგრამ ხალხი კი არა, კობახიძე, ივანიშვილი და ოხანაშვილი მართავს. ეს არაა დემოკრატია, წართმეული აქვს ხალხს თავისი უფლება და ამ უფლების აღდგენას ადამიანები რა ფორმითაც არ უნდა აკეთებდნენ კონსტიტუციური და კანონიერია. ძალას უნდა დაუპირისპირო ძალა და ყველა რომ მიხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი პერფორმანსით არ წავა და ჩვენ ამ ადამიანებთან მოგვიწევს ფიზიკურად ბრძოლა, დარწმუნებული ვარ, მაშინ ეს შედეგი დადგება.

მე მზად ვარ, მწამებელ ხარებას რამე დავუშავო და წავალ ციხეში. მესმის, ვიღაცებს სხვანაირი შეხედულებები შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ყველამ ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ. ჩემი აბსოლუტური სოლიდარობა იმას, ვინც ამ ნაბიჯზე მიდიან. მე, როგორც რიგითი ჯარისკაცი, მიმსახუროს თითოეულმა მათგანმა. 

რაც შეეხება არჩევნებს, ვუსმინე ნიკა მელიას მოწოდებას, მაგრამ ამას გარდა უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებს ვერ ჩაატარებს და ვერჩატარება ნიშნავს, რომ არ მივა იმ არჩევნებზე 400 ათასზე მეტი ადამიანი და ამის პარალელურად, შეიძლება ხალხმა ჩაატაროს არჩევნები ქუჩაში, თუ აპლიკაციით", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.