ვერ მოვატყუებ ვერავის, მთლიან პოლიტიკურ ოპოზიციას ვერ ექნება ამ ვითარებაში დირიჟორის როლი. არ არის ეს ის ვითარება, რომელიც შესადარებელია "ვარდების რევოლუციის" პერიოდთან, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროცესებში ოპოზიციას როლი არ აქვს.

"ვერ მოვატყუებ ვერავის, მთლიან პოლიტიკურ ოპოზიციას ვერ ექნება ამ ვითარებაში დირიჟორის როლი. არ არის ეს ის ვითარება, რომელიც შესადარებელია "ვარდების რევოლუციის" პერიოდთან, როცა არჩევნებმა გამოავლინა პოლიტიკური ძალები და ძალის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მესმის, ეს ანალოგია ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ ახლა ძალიან რთული ვითარებაა მაგ თვალსაზრისით.  ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას როლი არ აქვს. 

აქციებზე, რუსთაველზე დგომას ის შედეგი აქვს, რა რყევებსაც ვხედავთ რეჟიმში. გარე სანქციებს და გარე იზოლაციას რასაც ვხედავთ, ყველაფერი ეყრდნობა იმ პროტესტს, რაც საქართველოში ხდება და უამისოდ საქართველოში არაფერი არ იქნება. იმ წნეხის გაზრდისთვის, რაც აუცილებელია და შემდგომი გაფართოებისთვის საჭიროა ამ პროტესტის გაგრძელება. ამიტომ, აქცია, სანქცია და გარედან ალტერნატივა - ეს არ არის ლამაზი სამი სიტყვა, ჩვენ მართლა გვგონია, რომ ესაა ის, რაც მიგვიყვანს იქამდე.

იმან, რომ შედეგი ჯერ არ გვაქვს, არ უნდა ჩაგვაგდოს იმ განწყობაში, რომ აზრი არ აქვს ასე ყოფნას. მხოლოდ ამის გაგრძელებას და გაინტენსიურებას აქვს აზრი. ამიტომ, უკეთესის სურვილით არ უნდა დავაზიანოთ ის, რაც ფუნდამენტია პროტესტის გაუმჯობესებისთვის მომავალში. 

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გავფართოვდეთ - სიტყვით, ჩვენი მაგალითით, სიმტკიცით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.