აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა „ჩემი მეგობარი“ დაურთო.

ტრამპმა კიდევ ერთი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან ერთად არის და წარწერა „მეგობრები“ დაურთო.

დონალდ ტრამპი რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდა.