აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი მისი თანამდებობის დაკავების შემდეგ იკლებს. ამერიკელები შეშფოთებული არიან ქვეყანაში ეკონომიკის მდგომარეობით, ამას მოწმობს Emerson College Polling-ის კვლევის მონაცემები, - წერს The Hill.

გამოკითხვის თანახმად, ტრამპის ინაუგურაციიდან 50 დღის შემდეგ, ამერიკელთა 47%-ს მოსწონს სამუშაო, რომელსაც ის აკეთებს, 45%-ს - არ მოსწონს.

ეს მაჩვენებლები განსხვავდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დაფიქსირებული მაჩვენებლებისგან. იმ დროს ამერიკელთა 49%-ს მოსწონდა მისი მუშაობა, 41%-ს კი არა.

ამავდროულად, რესპონდენტთა უმრავლესობამ (48 პროცენტმა) აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა ტრამპის ეკონომიკის მართვის მეთოდით, მოსწონს მხოლოდ 37%-ს.

ამერიკელებს ყველაზე მეტად მოსწონთ როგორ წყვეტს ტრამპი იმიგრაციის საკითხებს - 48% ეთანხმება და 40% არა. ყველაზე სუსტი სფეროებია ეკონომიკა, ჯანდაცვა და კრიპტოვალუტა.