გგონიათ, ხალხი ვერ ატყობს, რომ ერთი გუნდი არ არის?! ხალხმა უნდა დაინახოს, ბიძინას რომ ვუშვებ სახლში თუ მოსკოვში, ვინ მოდის, ვინ იბარებს ხელისუფლებას, როგორი იქნება ქვეყნის უსაფრთხოება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებს ყველაფერზე ნათელი და მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ იმისათვის, რომ ხელი მოაწერონ ცვლილებაზე.

"დავანებოთ ამ ახალ არჩევნებს თავი. რამდენჯერაც ვიტყვით, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. შენ უნდა მიაღწიო იმას, რომ გადაუყენო ბიძინა ივანიშვილს ეს კობახიძე და მთავრობა, ეს ერთობით უნდა იყოს.

ახალი არჩევნები დაგვინიშნე და ჩაგვიტარე ბიძინა ივანიშვილო სუსით და კალანდარიშვილით - ეს არ უნდა იყოს შენი ამბიციების საბოლოო მწვერვალი და ამ ამოცანას არ უნდა ისახავდე პოლიტიკურ მიზნად, ამაზე შევთანხმდეთ და ამის მერე იწყება უკვე როგორ გავაფართოოთ ეს პროტესტი, როგორ ჩავრთოთ პროტესტში მეტი ხალხი, როგორ გავაძლიეროთ წნეხი დასავლეთიდან და როგორ ჩავთვალოთ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარია. ასეთ ფუნდამენტურ და პრინციპულ საკითხებზე თუ ვერ შევთანხმდით, ამ მოძრაობის გააქტიურება და გამწვავება, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება.

გგონიათ, ხალხი ვერ ატყობს, რომ ერთი გუნდი არ არის?! ყველაფერს ერთიანი კოორდინირებული ლიდერი რომ ჰყავდეს, ეს მხოლოდ კარგი იქნება. ხალხმა უნდა დაინახოს, ბიძინას, რომ ვუშვებ სახლში თუ მოსკოვში, ვინ მოდის, ვინ იბარებს ხელისუფლებას, როგორი იქნება ქვეყნის უსაფრთხოება, როგორ მივყავართ ევროპაში და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე ნათელი და მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ადამიანებს იმისათვის, რომ ხელი მოაწერონ ცვლილებაზე", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.