აშშ-ის ხელისუფლებამ ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების თარიღად 9 აპრილი დაადგინა. ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები მალე დაიწყება, - ინფორმაციას Ynet ავრცელებს.

ომის დასრულების თარიღის შესახებ ინფორმაცია გამოცემას ისრაელიდან ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

წყაროს ცნობით, "ომის 9 აპრილს დასრულება ტრამპს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლობის დღეს ისრაელში ჩავიდეს და ისრაელის პრემია მიიღოს".

ისრაელის პრემია ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გაიცემა.

Ynet-ის წყარომ ასევე დასძინა, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები ამ კვირაში პაკისტანში გაიმართება.

"ამერიკელებმა ისრაელს ღალიბაფი (ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ღალიბაფი) მოლაპარაკებების შესახებ არ აცნობეს“, - განმარტა მან.

23 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების დადება ხუთ დღეში ან უფრო ადრეც შეიძლება. მისივე თქმით, თეირანს სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება სურს.

ამერიკის ლიდერმა ასევე უბრძანა თავის ჯარებს, შეეჩერებინათ ირანში არსებულ სამიზნეებზე დარტყმები.

ამავდროულად, Reuters-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ირანის პარლამენტის სპიკერთან, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და რომ ის კვლავაც მხარს უჭერს თავისი ქვეყნის უზენაეს ლიდერს.