რუსი ოკუპანტები შესაძლოა უკრაინაზე ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. ამის შესახებ დაზვერვის ანგარიშები მიუთითებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებებს.

"ჩვენ გვაქვს დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსები შესაძლოა, მასშტაბურ დარტყმას ამზადებდნენ. ჩვენ უკვე მივეცით შესაბამისი ბრძანებები საჰაერო თავდაცვის ძალებს. გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის არხებმა დღეს, 23 მარტს, გაავრცელეს გაფრთხილება რუსი ოკუპანტების მიერ ახალი მასშტაბური დარტყმის საფრთხის შესახებ.

ასევე გავრცელდა ხმები, რომ რუსმა ჯარისკაცებმა შესაძლოა, კიევის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა განახორციელონ და თითქოს, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა.

ამ ინფორმაციის საპასუხოდ, უკრაინის რკინიგზამ განაცხადა, რომ კიევის რკინიგზის სადგური რუსებისთვის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პრიორიტეტული სამიზნეა. კომპანიამ უკრაინელებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.