ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში იულია ნავალნაიასთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

"ჩვენ ღრმა სამძიმარი გამოვუცხადეთ იულია ნავალნაიას. ვლადიმირ პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე. როგორც იულიამ თქვა, პუტინი არ არის რუსეთი.

რუსეთი არ არის პუტინი. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას“, – წერს ბორელი.

ალექსეი ნავალნის მეუღლე ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო.