მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დაეცა, დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ავტომობილით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მის კაბინას დაეცა.

მაშველებმა მძღოლის ავტომობილიდან გამოყვანა შეძლეს, თუმცა მისის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.