კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტებმა შოლცს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ჯო ბაიდენის მაგალითს მიჰყვეს და მომავალ არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატურაზე უარი თქვას, რაზეც კანცლერმა უპასუხა, რომ ამ ვარიანტს არ განიხილავს.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება.