ვერძი - ელოდეთ მცირეოდენ ფინანსურ შემოსავალს. კარგი იქნება ფულის ეკონომია და ხარჯების შემცირება.

კურო - კარგად და შედეგიანად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები ერიდეთ ავანტიურულ წინადადებებს.

ტყუპები - საინტერესო და სასარგებლო შეხვედრები სამსახურებრივ წინსვლას გპირდებათ.

კირჩხიბი - წარმატებას ელოდეთ პროფესიულ სფეროში, მაგრამ აუცილებლად იყავით ყურადღებით და გაითვალისწინეთ ყველა წვრილმანი.

ლომი - არის გაუთვალისწინებელი ფულადი დანახარჯების ალბათობა, იყავით ფრთხილი და მოზომილად იმოქმედეთ.

ქალწული - საქმე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ დრო პირადი ურთიერთობებისათვის.

სასწორი - დღეს, თქვენი გამჭრიახობის წყალობით, შანსი გაქვთ, მოაგვაროთ ფინანსური პრობლემები.

მორიელი - ელოდეთ მნიშვნელოვან შეკვეთას და სარფიან პროექტში მონაწილეობის შემოთავაზებას.

მშვილდოსანი - დადებული ხელშეკრულებები და საქმიანი კავშირები წარმატების მომტანი იქნება.

თხის რქა - სანამ შემოთავაზებულ წინადადებას მიიღებთ, კარგად გაარკვიეთ, რას მოგიტანთ რეალურად ეს საქმე.

მერწყული - თქვენი კრიტიკული განწყობა და ზედმეტად მკაცრი, უხეში მიდგომა ართულებს თანამოაზრეებისა და სპონსორების მოძიებას. ემოციები აკონტროლეთ.

თევზები - არის ალბათობა, მიიღოთ მოულოდნელი ფული, შესაძლოა, მოიგოთ ლატარიაში ან მიიღოთ დამატებითი ხელფასი, ან, მნიშვნელოვანის შენაძენისას, დიდი ფასდაკლება გაგიკეთონ.