აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ანკარაში ივლისში გამართული ნატოს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ საიდუმლოდ სხვა თვითმფრინავში გადაიყვანეს. მისი თქმით, საიდუმლო სამსახურმა გადაწყვეტილება შესაძლო საფრთხის გამო მიიღო.

"მე საიდუმლო სამსახურს და სამხედროებს ვემორჩილები. მათ სურდათ, რომ სხვა რეისით, სხვა თვითმფრინავით მეფრინა. უბრალოდ უნდა შევასრულო ის, რასაც მეტყვიან“, - განაცხადა ტრამპმა.

11 აგვისტოს The Washington Post-მა და The New York Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტრამპი თურქეთიდან საიდუმლოდ სხვა თვითმფრინავით გაფრინდა.

გამოცემების ცნობით, სპეცოპერაცია ირანის მიერ პრეზიდენტზე შესაძლო თავდასხმის მცდელობის თავიდან ასაცილებლად ჩატარდა.

2026 წლის 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, თეთრი სახლის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ტრამპის თქმით, ირანის ხელისუფლებამ ორჯერ სცადა მისი მოკვლა, თუმცა ორივე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.