თეირანმა ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანული მედიის ცნობით, ირანმა დოჰაში მდებარე ამერიკული ბაზის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ირანმა ამერიკულ სამიზნეებზე დაახლოებით 10 რაკეტა გაუშვა. 

Sky News-ის ცნობით, კატარმა განაცხადა, რომ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დარტყმის შედეგად მსხვერპლი არ არის.