ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ოპოზიციონერი ლიდერებისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

"არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა ოპოზიციური ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რაც რეპრესიების გაძლიერებას ნიშნავს.

ივანიშვილს სურს, შექმნას ერთპარტიული სახელმწიფო, რომელიც კომუნისტური ჩინეთის სამსახურში იქნება. სენატმა აუცილებლად უნდა მიიღოს MEGOBARIAct", - წერს უილსონი.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8 თვით პატიმრობა დღეს შეუფარდა. ორივე მათგანს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

დღესვე 7-თვიანი პატიმრობა შეეფარდა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძეს და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.