რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა და დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

მედიის ცნობით, ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და არსებული საკითხები.

"სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს არაერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც არასწორი ინტერპრეტაციები გამოიწვია, დაბალანსებული პოზიციისთვის, ასევე, მეგობრული ტონისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ.

როგორც სომხური მედია წერს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ დისკუსიებს უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრისას.